logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებმა მონაცემთა დაცვის თემაზე ევროპის საბჭოს 7 თვიანი სწავლების კურსი გაიარეს
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებმა მონაცემთა დაცვის თემაზე ევროპის საბჭოს 7 თვიანი სწავლების კურსი გაიარეს
10:52 20.07.2020
ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებმა, პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის თემაზე HELP-ის დისტანციური პლატფორმის მეშვეობით 7 თვიანი სწავლება გაიარეს. წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, ვაჰაგ მურადიანმა გადასცეს.


კურსი საქართველოში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში, პირველად დაინერგა და მისი მიზანი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ქართველ პრაქტიკოს იურისტთა კვალიფიკაციის ამაღლებაა.


სასწავლო პროგრამა მონაცემთა დაცვის სფეროში ევროპულ სტანდარტებსა და სასამართლო პრაქტიკას აერთიანებს. ის, ასევე მოიცავს პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში არსებულ შიდასახელმწიფოებრივ საკანონმდებლო სტანდარტებსა და რეკომენდაციებს. კურსი 10 მოდულისგან შედგება, მათ შორის გათვალისწინებულია: მონაცემთა დაცვის ძირითადი წესები და პრინციპები ევროპული კანონმდებლობის მიხედვით, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემები, მონაცემთა დაცვა და მედია, ელექტრონული კომუნიკაციები, მონაცემთა დაცვის/პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებები და ახალი ტექნოლოგიები, სამუშაო ადგილზე მონაცემთა დაცვა, მონაცემთა საერთაშორისო მიმოცვლა და სხვა აქტუალური საკითხები.


სწავლება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და პროგრამა ევროპის საბჭოს პროექტის „მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში" მხარდაჭერით განხორციელდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, დისტანციური სწავლების გაგრძელებას სხვა საჯარო უწყებებსა და კერძო ორგანიზაციებში გეგმას. სასწავლო პროცესის განხორციელება შესაბამის სფეროებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ხარისხის ამაღლებასა და ევროპული სტანდარტების დანერგვას შეუწყობს ხელს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა