logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: საერთაშორისო სტანდარტის ლაბორატორია ღვინის ხარისხის კონტროლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია
ლევან დავითაშვილი: საერთაშორისო სტანდარტის ლაბორატორია ღვინის ხარისხის კონტროლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია
10:22 20.07.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ღვინის ლაბორატორიაში ახალ პარამეტრებზე დანერგილ კვლევებს გაეცნო. ხარისხის კონტროლის გაძლიერების მიზნით, ლაბორატორია ძვირადღირებული აპარატურით - მასპექტრომეტრი IRMS-ით აღიჭურვა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების სტაბილური იზოტოპების თანაფარდობაზე შემოწმება დაიწყო.

„ღვინის ლაბორატორია ღვინის ხარისხის კონტროლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. ხარისხის კონტროლი კი, მთავარი ამოცანაა ქართული ღვინის მაღალი რეპუტაციის შექმნისთვის. შესაბამისად, ლაბორატორიის განახლება/გადაიარაღება და კომპეტენციის მუდმივი ზრდა ჩვენი პრიორიტეტია. იზოტოპური კვლევის დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ლაბორატორიის განვითარებისთვის. ახალი კვლევის მეშვეობით, ტექნოლოგიური პროცესის დაცულობა, პროდუქციის სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობა და ფალსიფიკაციის ნიშნების არსებობა დადგინდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ხარისხის კონტროლის გარდა, სამინისტრო ღვინის ლაბორატორიასთან აქტიურად თანამშრომლობს სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებითაც. ამასთან, ღვინის მწარმოებელი მცირე მეწარმეებისა და ფერმერების კომპეტენციის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, დაგეგმილია არაერთი ღონისძიება: ტრენინგი, სემინარი, ნიმუშების კვლევის ანალიზი და განხილვა. მნიშვნელოვანია მოხდეს ფერმერების წახალისება ისეთი რეგიონებიდან (ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, იმერეთი და სხვა), სადაც შედარებით ნაკლებია ღვინის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების.

„მნიშვნელოვანია, რომ ლაბორატორია პასუხობდეს დარგში არსებულ გამოწვევებს, სახელმწიფოს და კერძო სექტორის მოთხოვნებს. აუცილებელია ჩვენ მომზადებულები შევხვდეთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე ხარისხის კონტროლთან დაკავშირებულ რეგულაციებს. ახალი აპარატურა - მასპექტრომეტრი, საშუალებას მოგვცემს ალკოჰოლურ სასმელებში განვსაზღვროთ ნახშირბადის, წყალბადის და ჟანგბადის სტაბილური იზოტოპების თანაფარდობა. ამ პარამეტრებზე მოთხოვნა ბევრ ქვეყანას აქვს. შესაბამისად, აღნიშნულ ანალიზზე მოთხოვნა ბაზარზე ძალიან დიდია. რამდენიმე დღის წინ გავიარეთ ეროვნული აკრედიტაციის ცენტრიდან მონიტორინგი და უკვე მივიღეთ აკრედიტაცია ამ მეთოდებზე. მომავალი კვირიდან, მზად ვიქნებით კვლევების ჩატარებისთვის. მეწარმეებისთვის სტაბილური იზოტოპების თანაფარდობის შემოწმება ნებაყოფლობითია, თუმცა რეგულაცია პროდუქციის სტანდარტთან შესაბამისობას ავალდებულებს“, - აღნიშნა ღვინის ლაბორატორიის დირექტორმა, ირმა ჭანტურიამ.

ახალ აპარატზე მუშაობისთვის ლაბორატორიის პერსონალმა სწავლება გაიარა და შესაბამისი გამოცდაც ჩააბარა.

შპს ღვინის ლაბორატორია, რომელიც ამჟამად სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მმართველობის ქვეშ ფუნქციონირებს, 2006 წელს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის ფარგლებში დაარსდა. ლაბორატორია ღვინის და ალკოჰოლური სასმელების ტესტირების ორგანოა, რომელიც როგორც კერძო პირებს, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებს, დიდ და მცირე მარნებს, ქარხნებსა და ღვინის ბიზნესით დაინტერესებულ პირებს ემსახურება. ღვინის ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და დაკომპლექტებულია კვალიფიციური კადრებით. აღნიშნული ლაბორატორია ერთადერთი საქართველოში, რომელიც მხოლოდ ალკოჰოლური სასმელების შემოწმებას ახორციელებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა