logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აჭარის რეგიონში ზრდასრულთა განათლების სისტემაში კერძო სექტორის ჩართულობა იზრდება
აჭარის რეგიონში ზრდასრულთა განათლების სისტემაში კერძო სექტორის ჩართულობა იზრდება
11:32 17.07.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, დასავლეთ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან და აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, კოლეჯს „ბლექსი“ ეწვია და ადგილობრივ მსხვილ დამსაქმებლებთან, რომლებიც კოლეჯთან აქტიურად თანამშრომლობენ, შეხვედრა გამართა.

აჭარის რეგიონში ზრდასრულთა განათლების სისტემის გამართვის პროცესში მაღალია რეგიონის მსხვილი დამსაქმებლების ჩართულობა. კოლეჯმა „ბლექსი“ ტურიზმის, მშენებლობისა და ტექსტილის მიმართულებით პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამის განხორციელება 2019 წლიდან დაიწყო და ერთი წლის თავზე, შესძლო რეგიონის ყველაზე მსხვილი დამსაქმებლების ჩართულობით მომზადება-გადამზადების 19 პროგრამის განხორციელება, რომელიც 170-ზე მეტმა მსმენელმა გაიარა.

შეხვედრაზე, რომელსაც რეგიონში ტურიზმის, მშენებლობისა და ტექსტილის სფეროს ისეთი მსხვილი კერძო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, როგორიცაა ჰილტონ ბათუმი, სამშენებლო კომპანია „ანაგი“, ღვინის რესტორანი-მარანი, შპს ელსტარი და შპს „ფაქსტ თრექ თექსტილი“, ყურადღება დაეთმო ერთწლიანი თანამშრომლობის შეჯამებას, არსებულ გამოწვევებზე მსჯელობასა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვას. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა კერძო სექტორის წარმომადგენლებს გაწეული ძალისხმევისთვის და აღნიშნა, რომ პროფესიული განათლების სისტემა მზადაა, ინტენსიური მუშაობა გააგრძელოს კერძო სექტორთან, როგორც მომზადება-გადამზადების პროგრამების, ისე პარტნიორობის სხვა შესაძლებლობების გაღრმავების მიმართულებით.

იქიდან გამომდინარე, რომ თამარ ქიტიაშვილის რეგიონში ვიზიტი პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაციის პერიოდს დაემთხვა, მან თავად გაუწია მეგზურობა „ღია კარის დღეების“ ფარგლებში კოლეჯში მოსულ აპლიკანტებს და იმ შესაძლებლობებზე ესაუბრა, რომელსაც პროფესიული განათლების სისტემა და კოლეჯი „ბლექსი“ სთავაზობს მათ სადიპლომო მოდულური, დუალური თუ, მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამების სახით.

საჯარო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში ბიზნესთან დიალოგი გრძელდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა