logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნინო თანდილაშვილი: ქართული ენდემური ხორბლის ჯიშების აღდგენისა და წარმოების ხელშეწყობა სამინისტროს სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს
ნინო თანდილაშვილი: ქართული ენდემური ხორბლის ჯიშების აღდგენისა და წარმოების ხელშეწყობა სამინისტროს სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს
12:14 16.07.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელთან, ლუიზა ვინტონთან ერთად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში მდებარე ენდემური და ადგილობრივი ხორბლის ჯიშების სადემონსტრაციო-სანერგე მეურნეობა დაათვალიერა და იშვიათი ქართული ხორბლის ჯიშების - დიკასა და შავფხას მოსავლის აღების პროცესს დაესწრო.

ღონისძიებაზე, რომელსაც ფერმერები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ნინო თანდილაშვილმა ხორბლის ჯიშთა აღდგენის, შენარჩუნებისა და გამრავლების მიმართულებით სახელმწიფოს პოლიტიკაზე ისაუბრა.

„ქართული ენდემური ხორბლის ჯიშების აღდგენისა და წარმოების ხელშეწყობა სამინისტროს სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს. ჩვენ სელექციის და ახალი ჯიშების წარმოების უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

„მნიშვნელოვანია, ისეთი ენდემური და ადგილობრივი ჯიშების აღდგენა, რომელიც კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგია და გამორჩეულია გემოვნური თვისებებით. მოხარული ვარ, რომ ხორბლის ჯიშთა აღდგენის საკითხი, ჩვენი მხარდაჭერით ადგილობრივ ინიციატივებს და ენთუზიაზმს ეფუძნება“, - განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

აღსანიშნავია, რომ დიკასა და შავფხას აღდგენა „ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანების“ ინიციატივითა და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით განხორციელდა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ხელშეწყობით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცირე ადგილობრივი პროექტები ხორციელდება, რომლებიც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საკითხების მოგვარებას ემსახურება. მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ინიციატივები ხელს უწყობს ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას, უნიკალური ლანდშაფტების დაცვას და გარემოსდაცვითი განათლების დანერგვას.

გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამა საქართველოში 2012 წლიდან მოქმედებს. ამ ხნის მანძილზე, პროგრამის ფარგლებში, 70-ზე მეტი ადგილობრივი გარემოსდაცვითი პროექტი განხორციელდა, ხოლო გაცემული დაფინანსების ოდენობამ 1.6 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა