logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: თბილისის მერია და თბილისის მერი   ყველაფერს აკეთებს, რომ მეტი სიმწვანე იყოს ქალაქში, სადაც ჩვენი შვილები ისეირნებენ
გიორგი გახარია: თბილისის მერია და თბილისის მერი ყველაფერს აკეთებს, რომ მეტი სიმწვანე იყოს ქალაქში, სადაც ჩვენი შვილები ისეირნებენ
20:37 14.07.2020
თბილისის მერია და თბილისის მერი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქალაქში მეტი სიმწვანე, მეტი რეკრეაცია იყოს, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადგილი იყოს, სადაც ჩვენი შვილები და ბავშვები ისეირნებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის გახსნის ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა თბილისის მერიას და კახა კალაძეს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, რომ ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს.
"მართლა გულს უხარია, რასაც დღეს აქ ვხედავთ. რა თქმა უნდა, თბილისში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ბევრი ისეთი რაღაც გაჩნდა, რაც ჩვენს თვალს და გარემოს არ მოწონს, მაგრამ თბილისის მერია და თბილისის მერი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქალაქში მეტი სიმწვანე, მეტი რეკრეაცია იყოს, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადგილი იყოს, სადაც ჩვენი შვილები და ბავშვები ისეირნებენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს. ეს არ უნდა იყოს ერთ-ერთი, ასეთი უნდა გვქონდეს კიდევ ბევრი. რაც ყველაზე მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს და მინდა გავიხსენო, სულ რამდენიმე კვირის წინ, ჩვენ გავხსენით ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ რეაბილიტირებული მზიურის პარკი. დღეს ჩვენი გენიალური ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეა და შეუძლებელია, რომ ეს არ გავიხსენოთ. ამიტომ, მინდა, თბილისს, თბილისელებს ვუსურვო მეტი ასეთი სიმწვანე, მეტი ასეთი განახლებული, ახალი სიცოცხლით შევსებული სკვერი, იმისთვის, რომ თითოეული ჩვენგანის, ჩვენი შვილების სიცოცხლე, ცხოვრება, ყოველდღიურად იყოს კომფორტული. მადლობა თბილისის მერიას, თბილისის მერს. საამაყო მერი გყავთ და წარმატებები. ყველგან გამარჯვებით, ერთად. ცოტათი ჩვენსავე მიღებულ რეკომენდაციას ვარღვევთ, 200 ადამიანზე, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ თბილისელები ამას გვაპატიებენ, იმიტომ, რომ დღეს ამ სკვერის ახალი სიცოცხლე იწყება ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა