logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, ფინანსური გამჭვირვალობის შედეგების წარსადგენად, ღონისძიება გაიმართება
ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, ფინანსური გამჭვირვალობის შედეგების წარსადგენად, ღონისძიება გაიმართება
18:34 14.07.2020
ინვესტორთა უფლებების დაცვის მიზნით გამჭვირვალობის უზრუნველყოფა საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ამოცანაა. სწორედ ამ მიზნით, საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტების გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლების ხელშესაწყობად, წელს ეროვნული ბანკისა და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ერთობლივი პროექტი - ანგარიშგების "ერთი ფანჯრის პრინციპი" ამოქმედდა.

აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურის და გამჭვირვალობის გაუმჯობესება ანგარიშგების პროცესს საგრძნობლად ამარტივებს და უფრო ეფექტიანს ხდის. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ შექმნილი საინფორმაციო პლატფორმა რეპორტალ.გე-ის მეშვეობით, ინვესტორებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ერთ სივრცეში გაეცნონ ემიტენტების ფინანსურ და არაფინანსური ინფორმაციას. ვინაიდან აღნიშნული ანგარიშგების სისტემა, სექტორებისა თუ საწარმოების მიხედვით სტანდარტიზირებულ მონაცემთა ბაზას წარმოადგენს, იგი სხვადასხვა მიმართულებით კვლევების, სტატისტიკური ანალიზის ან სხვა სახის შეფასებების ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ყოველივე ეს კი, ხელს უწყობს ეკონომიკის გრძელვადიან ზრდასა და საინვესტიციო გარემოს განვითარებას.

საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერით, ფინანსური გამჭვირვალობის სარგებლის დემონსტრირებისთვის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის, 2020 წლის 15 ივლისს ონლაინ ღონისძიებას გამართავს.

ღონისძიების მონაწილეები აუდიტორიას სხვადასხვა მიმართულებით ჩატარებული კვლევების შედეგებს გააცნობენ. კერძოდ, პრეზენტატორები ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს ჭრილში მნიშვნელოვანი ფინანსური და არაფინანსური მონაცემების გამოყენებაზე ისაუბრებენ.

აღნიშნული ღონისძიების პირველ სესიაზე, კორპორატიული სექტორის ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების შესახებ ისაუბრებს საქართველოს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სალომე სხირტლაძე.

ღონისძიებას დაესწრებიან სახელმწიფო უწყებების, აკადემიური წრეების, ბიზნეს ასოციაციების, კაპიტალისა და ფინანსური სექტორის წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე დასასწრები ბმული ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის სოციალურ ქსელში განთავსდება.

დღის წესრიგის გასაცნობად ეწვიეთ ბმულს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა