logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ხუნდაძე: საზოგადოებას ვაძლევ პირობას, რომ მათი ჯანმრთელობა იქნება დაცული და ამისთვისჩვენი მხრიდან  გაკეთდება მაქსიმუმი
დიმიტრი ხუნდაძე: საზოგადოებას ვაძლევ პირობას, რომ მათი ჯანმრთელობა იქნება დაცული და ამისთვისჩვენი მხრიდან გაკეთდება მაქსიმუმი
17:04 14.07.2020
"რთულია ეპიდემიოლოგიური ვითარება გლობალურად მსოფლიოში და რთულია ვითარება პარლამენტში იმიტომ, რომ ოპოზიცია ჩვეულ რეჟიმშია - სიკეთესაც ბოროტებად აღიქვამს და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვას ეძახის ანტიკონსტიტუციურს და ანტისახელმწიფოებრივს", -განაცხადა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც დეპუტატები "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ.



მისი თქმით, ოპოზიცია, რომელიც პარლამენტში მომწამვლელი ნივთიერებებით დარბოდა, დღეს საპარლამენტო პასუხისმგებლობაზე საუბრობს.



"ოპონენტები აბსოლუტურად უსაფუძვლო კითხვებს სვამენ, რაზეც, უბრალოდ, კითხვის დასმაც კი უხერხულია. ვფიქრობ, ამ რეჟიმში ცოტახანს მოგვიწევს მუშაობა, ცოტა დრო დარჩა არჩევნებამდე და საზოგადოება ყველას თავის ადგილს მიუჩენს. იმედი მაქვს, პარლამენტში გაჩნდება პასუხისმგებლიანი ოპოზიცია ჩვენი პოზიტიური ვალდებულებაა, დავიცვათ მოსახლეობის ჯანმრთელობა. დღეს აქ ატეხილია აჟიოტაჟი ოპოზიციის მხრიდან აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, რომ საგანგებო მდგომარეობა არ უნდა შემოვიღოთ იმიტომ, რომ ეპიდემიოლოგიური საჭიროება არაა და ეს მძიმე ტვირთად დააწვება როგორც ქვეყნის ეკონომიკას, ისე საზოგადოებას, როცა შესაძლებელია, უფრო მსუბუქი რეგულაციებით იმართოს კრიზისული პროცესი. არადა საუბარია იმაზე, რომ საზღვარი გაკონტროლდეს და არ მოხდეს ვირუსის იმპორტი; იმაზე, რომ საკარანტინო ზონები ამოქმედდეს და ასეთ შემთხვევაში, შემოსული მოქალაქეები იქნენ დაზღვეული როგორც მათი, ასევე სხვა მოქალაქეების ჯანმრთელობის თვალსაზრისით; იმაზე, რომ საჭიროების შემთხვევაში, კლინიკები ცენტრალიზებულად იმართებოდეს, ასეთი საშიში ინფექციის დროს არსებობდეს მართვის ერთიანი სისტემა და ხელისუფლება იყოს ამაზე პასუხისმგებელი; ის, რომ არჩევნები ჩავატაროთ უსაფრთხოდ და კონსტიტუცით დადგენილ ვადებში მოხდეს საზოგადოების მხრიდან არჩევანის გაკეთება. ამაზეა საუბარი და ამაზე სპეკულირებს ოპოზიცია. მათ თუ ვინმე აჰყვება, შესაძლოა მართლაც დადგეს რისკის ქვეშ ქვეყნის უსაფრთხოება და მოსახლეობის ჯანმრთელობა. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენ ამ პოზიტიურ შედეგს საზოგადოებასთან ერთად, ექიმებთან ერთად მივიყვანთ ბოლომდე. ვისურვებდი, რომ ამ რეჟიმში აღარ დაგვჭირვებოდეს თუნდაც მსუბუქი რეგულაციებით ქვეყნის მართვა და ჩავდეთ ჩვეულ რეჟიმში. საზოგადოებას ვაძლევ პირობას, რომ მათი ჯანმრთელობა იქნება დაცული და ამისთვის გაკეთდება მაქსიმუმი", -განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა