logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ აჭარელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარა
ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ აჭარელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარა
16:34 14.07.2020
ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ (OGP) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის ახლადშექმნილი საბჭოს წევრებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანი იყო ღია მმართველობის პარტნიორობაში საკანონმდებლო ორგანოების ჩართულობის შესახებ გამოცდილების გაზიარება.

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საქმიანობაზე, მიღწევებსა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესზე საბჭოს თავმჯდომარემ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კახა კუჭავამ ისაუბრა: "2015 წელს, მსოფლიო მასშტაბით, საქართველოს პარლამენტი ყველაზე ღია პარლამენტად აღიარეს და გლობალურ სამიტზე მეხიკოში "ღია მმართველობის პარტნიორობის ჩემპიონთა ჯილდო" (OGP Government Champions Award) გადასცეს. ეს იყო ძალიან დიდი მიღწევა, თუმცა ჩვენ არ გავჩერებულვართ, კიდევ უფრო მასშტაბური მიზნები დავისახეთ და თუ გავითვალისწინებთ მიღწეულ შედეგებს, ნათელი გახდება, რომ საბჭო წარმატებით ახორცილებს თავის საქმიანობას", - განაცხადა კახა კუჭავამ.

მისივე თქმით, პარლამენტის ღიაობასთან და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. "ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა უზრუნველყოფილი იყოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესშივე, რადგან ამის შედეგად "მესაკუთრის უფლება" უჩნდებათ არა მარტო დეპუტატებს და ზოგადად, პარლამენტს, არამედ თითოეულ იმ ადამიანს, ვინ მონაწილეობას იღებდა ამ პროცესში", - აღნიშნა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტოს თავმჯდომარემ.



კახა კუჭავამ შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ღია პარლამენტის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესზე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს წევრების შეკითხვებს უპასუხა.



ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა ისაუბრა ღია მმართველობის პარტნიორობაში საკანონმდებლო ორგანოების მონაწილეობის მნიშვნელობაზე და მიღწეულ შედეგებზე: "ამ პროცესმა არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე მოგვცა საპარლამენტო ცხოვრებაში. პროცესის მიზანი იყო, ერთი მხრივ, მოქალაქეთა მეტი ჩართულობის უზრუნველყოფა საკანონმდებლო პროცესში და იმავდროულად, საჯაროობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა საპარლამენტო საქმიანობაში."



შეხვედრის მსვლელობისას საუბარი შეეხო, ასევე, ისეთ საკითხებს, როგორიცაა საპარლამენტო საბჭოს საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და დაინტერესებული პირების ჩართულობის უზრუნველყოფა.



საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოსაც თავმჯდომარეობს, ასევე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.



შეხვედრა დისტანციურ რეჟიმში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა