საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს „დინამო არენაზე“ ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ეს ქართველი ფეხბურთელებისთვის მეორე შეხვედრა იქნება.
მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები საქართველოში 9 სექტემბერს ჩამოვიდნენ.
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ პირველ ეტაპზე ქართველმა ფეხბურთელებმა, ბელორუსის ნაკრები 1:0 დაამარცხეს.
ესპანეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების დაპირისპირება „დინამო არენაზე“ 21:30 საათზე დაიწყება.

















