logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„თელიასონერას“ წერილი, რომელიც „მაგთიკომის” მფლობელს პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული სიცრუის ტირაჟირებაში ამხელს
„თელიასონერას“ წერილი, რომელიც „მაგთიკომის” მფლობელს პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული სიცრუის ტირაჟირებაში ამხელს
13:36 14.07.2020
"მსურს ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება რეგიონიდან გასვლის შესახებ, გამომდინარეობს "თელიასონერას" ბიზნეს სტრატეგიიდან და არავითარ შემთხვევაში არ ეხება ცალკეულად თქვენს ქვეყანას, საქართველოს", - ეს ამონარიდია იმ წერილიდან, რომელიც კომპანია "თელიასონერას" პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა იოჰან დენელინდიმ 2015 წლის 16 ნოემბერს მაშინდელი კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს და ეკონომიკის მინისტრს მიწერა.

როგორც ჩანს, კომპანია "მაგთიკომის" 54% წილის მფლობელ გია ჯოხთაბერიძეს აღნიშნული გარემოება ან დაავიწყდა, ან განგებ იცრუა 10 ივლისს პარლამენტის ტრიბუნიდან, როდესაც კომპანია "თელიასონერას" საქართველოს ბაზრიდან გასვლა, მოქმედი თავმჯდომარის, კახა ბექაურის საქმიანობას დაუკავშირა. გიორგი ჯოხთაბერიძის სიცრუის ტირაჟირება მედიამ ისე მოახდინა, რომ "თელიასონერას" ბაზრიდან გასვლის რეალური მიზეზი არ დაუსახელებია და კომპანიის მიერ გაკეთებული არაერთი საჯარო განცხადება საზოგადოებისთვის არ შეუხსენებია.

რეალობა კი ასეთია, კომპანია "თელიასონერა" არა მხოლოდ საქათველოდან, არამედ მთლიანად რეგიონიდან გავიდა და ეს გადაწყვეტილება 2015 წელს შვედეთისა და ევროპის ბიზნეს რეგიონებში კომპანიის ახალ სტრატეგიას უკავშირდებოდა, რაზეც კომპანია საჯაროდ საუბრობდა.

მას შემდეგ, რაც "თელიასონერას" ევრაზიის რეგიონიდან, მათ შორის, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, მოლდოვადან, ტაჯიკეთიდან, ასევე ნეპალიდან და საქართველოდან გასვლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, კომუნიკაციების კომისიის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ვახტანგ აბაშიძემ და ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა, კომპანიას წერილით მიმართეს, სადაც "თელიასონერას" რეგიონის ბაზრიდან გასვლის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება სთხოვეს და აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სახელწმიფოს სახელით წუხილი გამოთქვეს. წერილის საპასუხოდ "თელიასონერა" საქართველოდან გასვლის მიზეზებს განმარტავდა და ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ საქართველოში არსებული ბიზნეს გარემო, მათთვის ძალიან გამჭვირვალე და კონკურენტული იყო.

"თელიასონერას" პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი იოჰან დენელინდი წერილში საქართველოში არსებულ კონკურენტულ გარემოზე საუბრობს და ქვეყნის მიმართ ნდობას აფიქსირებს. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო ბიზნეს საქმიანობისთვის მდგრად და მომგებიან შესაძლებლობას წარმოადგენდა მათთვის.

"კომპანია "ჯეოსელმა" მნიშვნელოვანი ბენეფიტი მიიღო საქართელოში ყოფნის პერიოდში. ჩვენს განვითარებას ხელი შეუწყო ქვეყანაში არსებულმა სახელმწიფო კურსმა და პოლიტიკამ, რომელიც სრულად მიმართულია უფრო გამჭვირვალე და უფრო კონკურენტული ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებისკენ. საერთაშორისო ბიზნესისთვის საქართველო გახდა უფრო მიმზიდველი და ამის კარგი კატალიზატორი ქართული კანონმდებლობის ევროპულთან დაახლოება გახდა," - წერია "თელიასონერას" წერილში, რომელსაც ხელს კომპანიის პრეზიდენტი იოჰან დენელინდი აწერს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა