logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
19:44 13.07.2020
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე უძღვებოდა, ორგანული კანონის პროექტის "საქართველოს ორგანულ კანონში "საქართველოს შრომის კოდექსი" ცვლილების შეტანის შესახებ" და მისგან გამომდინარე კანონპროექტების I მოსმენით განხილვა გააგრძელა.



კანონპროექტი ზოგადი პრინციპების დონეზე კომიტეტის წინა სხდომაზე დიმიტრი ცქიტიშვილმა წარმოადგინა და კითხვებსაც უპასუხა, დღეს კი კომიტეტის წევრებმა და სხდომაზე დამსწრე, სხვადასხვა სტრუქტურებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა პოზიციები გამოხატეს.



პარლამენტის წევრების ბექა ნაცვლიშვილის, ლადო კახაძის, მირიან წიკლაურის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული საკითხები დაზუსტებას საჭიროებს, მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის კოდექსში, რამაც უნდა დაიცვას დასაქმებულთა შრომითი უფლებები. კანონპროექტს მხარს უჭერენ პროფკავშირების წარმომადგენლები. ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელთა აზრით კი, გადასაწყვეტია შრომის ინსპექციის თემა და გადასახედია მისი უფლებამოსილებები, საჭიროა შრომითი დავების გადაწყვეტის ეფექტური მექანიზმის შემუშავება. შრომის ინსპექციის წარმოდგენილ მოდელს არ უჭერს მხარს პარლამენტის წევრი გიორგი წერეთელიც, რომლის განცხადებით, მასში ჩადებულია კომპანიებზე ზემოქმედების დიდი რესურსი.



როგორც დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, კომიტეტსაც აქვს გარკვეული შენიშვნები კანონპროექტის მიმართ, რომელიც ინიციატორებს წარედგინებათ. თუმცა მან განსაკუთრებით ყურადღება ერთ პრინციპულ საკითხზე გაამახვილა, რომელიც რისკის შემცველი პროფესიების შემთხვევაში ერთზე მეტ სამსახურში დასაქმებას ეხება.



"ეს არა მხოლოდ შენიშვნაა, არამედ პირობაც იმისა, რომ კომიტეტი იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს კანონპროექტს, თუ პროექტიდან ამოღებული იქნება ის პუნქტი, რომლის მიხედვით რისკის შემცველი პროფესიების შემთხვევაში იკრძალება ერთზე მეტ სამუშაოზე დასაქმება. ვფიქრობ, გასათვალისწინებელია ძალიან ბევრი ფაქტორი, უმთავრესია ამჟამინდელი ეკონომიკური ვითარება, ამ ვალდებულებით კი დასაქმებულთა სოციალური მდგომარეობა გაუარესდება. აღნიშნული ცვლილების მიღების ვალდებულება საქართველოს არა აქვს არც ასოცირების შეთანხმებით და არც სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ამიტომ მსურს, რომ ეს რეალობა გავითვალისწინოთ. ასეთ შემთხვევაში კომიტეტი დაუჭერს მხარს, რამეთუ ძალიან ბევრი ღირებული სიახლეა, თუმცა ამ ნაწილს ვერ დავეთანხმებით", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.



მისი თქმით, ადამიანები ორ, სამ სამსახურში დადიან არა იმიტომ, რომ ჭარბი დრო აქვთ, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მათ ხშირად აიძულებთ მეტად დაიტვირთონ. შრომაც და უსაფრთხოებაც უნდა დაიზოგოს, მაგრამ არსებული რეალობიდან გამომდინარე არ შეიძლება შეიზღუდოს პირი, რომელსაც აქვს საშუალება, სურვილი და შესაძლებლობაც და, შესაბამისად, მათ დამატებით სხვა სამსახურში მუშაობა არ უნდა აეკრძალოს. ეს ბევრ წილად შეეხება ექიმებს და გარდა სოციალური მდგომარეობის გაუარესებისა, გამოიწვევს გარკვეულ კლინიკებში პროფესიონალი ექიმების დეფიციტსაც, ამიტომ კომიტეტის პრინციპული მოსაზრებაა, რომ აღნიშნულის თაობაზე მუხლი იყოს ამოღებული.



შეჯამებისას დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ნაუცბადევად მიღებულ გადაწყვეტილებას არ წარმოადგენს და მისი შემუშავება მრავალი სუბიექტისა და სტრუქტურების წარმომადგენელთა მონაწილეობით მოხდა, საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში. სახელმწიფოს მონაწილეობის გარეშე, დასაქმებულის გარეშე არ არსებობს ბიზნესი, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება დასაქმებულთა უფლებების დაცვას. ზოგადად ბიზნესი არის დამსაქმებლის და დასაქმებულის ერთობლიობა და მათ შორის თანამშრომლობა არის ძირეული და ფუნდამენტური.



"თუ არ არის აღიარება ბიზნესის ინტერესების და არ არის ბიზნესისგან დასაქმებულის ინტერესების აღიარება, ქვეყანა წინ ვერ მიდის და ეს არის აპრიორი. ჩვენ გვინდა ევოლუციური გზით წავიდეთ, დავაბალანსოთ პროცესი, სადაც ბიზნესი და დასაქმებული - ორივე ცდილობს საერთო ინტერესი გამონახოს. კომპანიის განვითარება არ უნდა იყოს მხოლოდ მფლობელის ინტერესებში, კომპანიის განვითარება უნდა იყოს დასაქმებულის ინტერესებში იმიტომ რომ უნდა იცოდეს დასაქმებულმა კომპანიის სიკეთე მასზეც აისახება. ეს არის ამ კანონის სულისკვეთება," - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

საბოლოოდ, კომიტეტმა შენიშვნების გათვალისწინებით, კანონპროექტის პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას, მხარი დაუჭირა.



კანონპროექტი წარმოადგენს პარლამენტის წევრების: დიმიტრი ცქიტიშვილის, სოფიო კილაძის, დავით მათიკაშვილის, თამარ ჩუგოშვილის, ირაკლი კობახიძის, რატი იონათამიშვილის, თამარ ხულორდავას საკანონმდებლო ინიციატივას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა