logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების 15-მდე ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკის თაობაზე კვლევის პრეზენტაცია გაიმართა
დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების 15-მდე ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკის თაობაზე კვლევის პრეზენტაცია გაიმართა
16:04 13.07.2020
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში, "დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმების სფეროში საუკეთესო ევროპული პრაქტიკის თაობაზე" კვლევა მომზადდა.
კვლევის პრეზენტაციისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, ვაჰაგ მურადიანმა გახსნეს.


კვლევის მიზანი იყო დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმების სფეროში საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შედარებითი ანალიზის ჩატარება და საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, მომავალი ინსტიტუციური გაძლიერებისა და განვითარებისთვის ღირებული ინფორმაციისა და რეკომენდაციების მიწოდება.


კვლევის ავტორი, ადამიანის უფლებათა ექსპერტი - გიორგი ჩხეიძე ნაშრომში, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრობს, როგორებიცაა: დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმების მანდატი, იურისდიქცია, ინსტიტუციური მოწყობის საკითხები, შეტყობინებების მიღების მექანიზმები, მტკიცებულებების მოპოვებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული წესები. დოკუმენტი აერთიანებს როგორც ევროპული ქვეყნების მაგალითებს, კერძოდ: გაერთიანებული სამეფო, ირლანდია, ნორვეგია, ავსტრია, ბელგია, დანია, შვედეთი, ასევე, მასში გაანალიზებულია კანადის, ისრაელის, გვატემალასა და იამაიკის გამოცდილება.


აღსანიშნავია, რომ კომპლექსური ინსტიტუციური განვითარების გზაზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო სტანდარტების, ასევე, იმ საუკეთესო პრაქტიკის, მიღწევების, გამოწვევების გათვალისწინება და გამოყენება, რომელთა წინაშე მსგავსი ინსტიტუტები დგანან.


პრეზენტაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს პროკურატურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიება ევროპის საბჭოს პროექტის "არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა (JADES)" მხარდაჭერით განხორციელდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა