logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გარემოს დაცვის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით ოთხმხრივი მემორანდუმი გაფორმდა
გარემოს დაცვის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით ოთხმხრივი მემორანდუმი გაფორმდა
15:57 13.07.2020
საქართველოში გარემოს დაცვის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის CENN აღმასრულებელმა დირექტორმა, ნანა ჯანაშიამ და სავაჭრო და გასართობი ქალაქის "ისთ ფოინთი" მარკეტინგის დირექტორმა, თეა ლომინაძემ ხელი თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ გარემოსდაცვით სფეროში საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლების, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ზრდის მიმართულებით.
ნინო თანდილაშვილის განაცხადებით, გარემოს დაცვა და მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა ქვეყნის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის მშენებლობაშიც საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის ეფექტიან კოლაბორაციას განსაკუთრებული ფუნქცია აქვს.
"დღეს ძალიან მნიშვნელოვან თანამშრომლობას ეყრება საფუძველი. გარემოსდაცვითი პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელების ნაწილში, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მაქვს წარმატებული ერთობლივი მუშაობის მოლოდინი",- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მემორანდუმის ინიციატორია სავაჭრო და გასართობი ქალაქი "ისთ ფოინთი", რომელიც ნარჩენების გონივრული მართვის და გარემოს დაცვის მიზნით, მომხმარებელს მანქანის უფასო ელექტროდამტენით სარგებლობის, ასევე, ელექტრობატარეების შესაგროვებელი პუნქტის გამოყენების და ცენტრის ტერიტორიაზე განთავსებულ ურნებში ნარჩენების სეპარაციის შესაძლებლობას აძლევს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა