logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
 საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ბათუმში მულტიფუნქციური კომპლექსი Alliance Centropolis-ი აშენდება
საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ბათუმში მულტიფუნქციური კომპლექსი Alliance Centropolis-ი აშენდება
15:51 13.07.2020
საქართველოს ბანკი ეკონომიკურად გამართული, მასშტაბური პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით ბათუმში საერთაშორისო ბრენდის ქვეშ 5 ვარსკვლავიანი, 180 ნომრიანი სასტუმრო და 4,500 აპარტამენტი აშენდება. კომპლექსში განთავსებული იქნება A კლასის ბიზნეს ცენტრი. პროექტის ფარგლებში, პირველად საქართველოში მსოფლიო სავაჭრო ცენტრი (მსოფლიოში საგამოფენო და საკონფერენციო ცენტრების უდიდესი ქსელი) შემოდის.Alliance Centropolis-ში ასევე განთავსებული იქნება ქალაქის უდიდესი კაზინო. მთლიანად კომპლექსი 18,815 კვ.მ-ს მიწის ფართობზე იქნება განთავსებული. აქედან 37,088 კვ.მ-ს სავაჭრო ცენტრი დაიკავებს. 23,775 კვ.მ-ზე მსოფლიო სავაჭრო ცენტრი აშენდება, რომლის პრეცენდენტი ჯერ საქართველოში არ ყოფილა. 8,486 კვ.მ-ს ბიზნეს ცენტრი დაიკავებს. კომპლექსს 40,997 კვ.მ-ზე განთავსებული 940 ადგილიანი ავტოსადგომი ექნება.



მასშტაბური პროექტი სამი თაუერის აშენებას ითვალისწინებს. აქედან A და ჩ ბლოკი 45 სართულიანი, B ბლოკი კი 50 სართულიანი იქნება. პროექტის მშენებლობა 2024 წელს დასრულდება. პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით 380 მილიონი დოლარია.



"საქართველოს ბანკი მასშტაბური პროექტების მხარდაჭერას აგრძელებს. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ფინანსური ჩართულობით ბათუმს ასეთი, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, მსოფლიო დონის, განსაკუთრებული არქიტექტურისა და კონცეფციის მქონე კომპლექსი შეემატება. კომპლექსი ფინანსურადაც საკმაოდ მასშტაბურია და რაც მნიშვნელოვანია, ამ პროექტით საქართველოში შემოდის მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ქსელი და საერთაშორისო ბრენდის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც საქართველოში ჯერ არ არის წარმოდგენილი. პროექტი, საერთაშორისო ბრენდების შემოსვლის გარდა, მნიშვნელოვანია იმითიც, რომ ის ხელს შეუწყობს დასაქმებას, შექმნის რა ახალ სამუშაო ადგილებს, როგორც მშენებლობის პროცესში, ასევე ოპერირების დაწყების შემდეგ. გვჯერა, რომ ეს კომპლექსი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს არამარტო ბათუმის, როგორც ტურისტული ლოკაციის, არამედ ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის განვითარების პროცესში",- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.



ინფორმაციისთვის, ახალი პროექტის, Alliance Centropolis-ის გარდა კომპანიას უკვე დასრულებული აქვს ბათუმში, 41-სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი "ალიანს პალასი". მიმდინარე პროექტია ბათუმში, 54-სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი "ალიანს ფრივილიჯი". კომპანია ბათუმის გარდა მრავალფუნქციური კომპლექსს "ალიანს ჰაილაინს" თბილისშიც აშენებს.







FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა