logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკატერინე ტიკარაძე: საქართველომ დროულად და სწორად შეაფასა ვირუსთან დაკავშირებული რისკები
ეკატერინე ტიკარაძე: საქართველომ დროულად და სწორად შეაფასა ვირუსთან დაკავშირებული რისკები
13:07 13.07.2020
"საქართველომ დროულად და სწორად შეაფასა ვირუსთან დაკავშირებული რისკები და გამოიყენა ყველა ის მექანიზმი, რომელიც არ დაუშვებდა ვირუსის გავრცელებას მთელს ქვეყანაში" - განაცხადა გერმანული გამოცემა FAIRECONOMICS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, მთავარი სტრატეგია, რომელმაც ხელი შეუშალა ვირუსის გავრცელებას საქართველოში, იყო იზოლაცია და მკაცრი პროტოკოლი ყველა იდენტიფიცირებულ და საეჭვო შემთხვევაში.

"21 მარტს გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და მალე საყოველთაო კარანტინი (31 მარტიდან 22 მაისამდე), აიკრძალა სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება. ამ ზომების პარალელურად, დაიწყო კომუნიკაციის მასობრივი კამპანია მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოსახლეობაში ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ზომებისა და სოციალური დისტანციის მნიშვნელობის შესახებ, მოწოდებით ,,დარჩი სახლში", რაც იმ პერიოდის სლოგანად იქცა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის, მისი საქართველოს ოფისისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ რესპოდენტებმა არა მხოლოდ იციან, თუ როგორ აიცილონ ახალი კორონა ვირუსის გავრცელება, არამედ ასევე მოქმედებენ შესაბამისად და სხვების მიმართაც გამოხატავენ სოლიდარობას. მათ იციან, რომ ხელების დაბანა და საზოგადოებრივი თავშეყრის თავიდან აცილება მათ საკუთარი თავისა და სხვების დაცვაში ეხმარება.
აღდგომის დღეს, ეკლესიამ მიიღო საგანგებო ზომები ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით. საეკლესიო მსახურება ტარდებოდა ღია ცის ქვეშ დამსწრეებს შორის სპეციალურად შექმნილი 2-მეტრიანი დაშორებით. ამ ზომების მეშვეობით, ქვეყანამ წარმატებით შეუშალა ხელი COVID–ის გავრცელებას" - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თემით, აქტიური დაცვითი ზომები არ ნიშნავს იმას, რომ არ ვენდობით ჩვენი ჯანდაცვის სისტემის ვირუსზე რეაგირების შესაძლებლობას.

აქ წინა პლანზე წამოვწიეთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, მივიღეთ მკაცრი საკარანტინო ზომები, რამაც ზიანი მიაყენა ეკონომიკურ სექტორს, მაგრამ მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად ამ ნაბიჯს გამართლებულად მივიჩნევთ. მთავარი სტრატეგია, რომელმაც ხელი შეუშალა ვირუსის გავრცელებას საქართველოში, იყო იზოლაცია და მკაცრი პროტოკოლი ყველა იდენტიფიცირებულ და საეჭვო შემთხვევაში" - განაცხადა აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

შეკითხვაზე, როდის მოიხსნება შეზღუდვები მინისტრი პასუხობს, რომ ქვეყანაში არსებული შეზღუდვების უმეტესი ნაწილი უკვე მოიხსნა.

"აპრილის შემდეგ ვირუსის რეპროდუქციის სიხშირე (RT) 1-ზე დაბალია, სტაბილიზაციის ტენდენციით. შედეგად, მთავრობამ წამოიწყო თანდათანობით შეზღუდვების შემსუბუქების პოლიტიკა. სამინისტრომ ბიზნესისა და ფართო საზოგადოებისთვის შეიმუშავა სავალდებულო რეკომენდაციები ვირუსის თავიდან ასაცილებლად და ხალხის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად. ქვეყანაში ეკონომიკის გახსნის პროცესი თანდათანობით დაიწყო რეკომენდაციების მკაცრი დაცვით. პირველ ეტაპზე ჩვენ განვაახლეთ მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება, ღია სასოფლო-სამეურნეო ბაზრების ოპერირება, შემდეგ სხვადასხვა სერვისები, ღია სარეკრეაციო ტერიტორიების ოპერირება, სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების საქმიანობა.
ჩვენ ათამდე გავზარდეთ იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთა შეკრებაც დასაშვებია საზოგადოებრივ სივრცეში. მოგვიანებით, გავხსენით ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, სავაჭრო ცენტრები, ღია და შემდეგ დახურული რესტორნები, სასტუმროები, მუზეუმები, უსაფრთხო ტურისტული ადგილები და შიდა ტურიზმი. ასევე, დაგეგმილია სახმელეთო და საჰაერო საზღვრების გახსნა უსაფრთხო დერეფნების მიხედვით და ფრენების თანდათანობით განახლება" - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა