logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკატერინე ტიკარაძე: საქართველომ დროულად და სწორად შეაფასა ვირუსთან დაკავშირებული რისკები და გამოიყენა ყველა მექანიზმი COVID-19– ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად
ეკატერინე ტიკარაძე: საქართველომ დროულად და სწორად შეაფასა ვირუსთან დაკავშირებული რისკები და გამოიყენა ყველა მექანიზმი COVID-19– ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად
13:03 13.07.2020
"საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანაა, დადებითი შედეგი მიიღოს ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ისე, რომ შეზღუდვების შემსუბუქებას არ მოჰყვეს ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა" ,- გერმანული გამოცემა ,,FAIღეცონომიცს" საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა არის საქართველოში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა მცირე რაოდენობის მიზეზი, მაშინ, როცა მათი რიცხვი განსაკუთრებით იზრდება რუსეთში,( სხვა ქვეყნებში) მინისტრი პასუხობს, რომ საქართველომ დროულად და სწორად შეაფასა ვირუსთან დაკავშირებული რისკები.

"საქართველომ დროულად და სწორად შეაფასა ვირუსთან დაკავშირებული რისკები და გამოიყენა ყველა მექანიზმი ქვეყანაში COVID-19– ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. მთავრობამ პანდემიის კონტროლის პირველი ეტაპი ქვეყნაში პირველი COVID შემთხვევის დადასტურებამდე ერთი თვით ადრე დაიწყო. ამ ფაზაში შედის კოორდინირებული მოქმედებების განხორციელება შესაბამისი მულტისექტორული თანამშრომლობის შესაბამისად,COVID-19– ისგავრცელების მაქსიმალურად თავიდან აცილების მიზნით. მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად, მიღებული იქნა მკაცრი საკარანტინო ზომები, რამაც სერიოზულად დააზარალა ეკონომიკური სექტორი. დღეს, საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანაა, დადებითი შედეგი მიიღოს ვირუსების გავრცელების თავიდან აცილების მიმართულებით, ისე, რომ შეზღუდვების შემსუბუქებას არ მოჰყვეს ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა" - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, მთავრობა ეხმარება საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებაში.


"ქვეყნის გარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ შეზღუდვა ქვეყანაში დაბრუნებაზე. მთავრობა ეხმარება საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებაში სპეციალური ფრენების საშუალებით. საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, მოქალაქეებმა უნდა დაიცვან 14-დღიანი საკარანტინო ან თვითიზოლაციის წესები" - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა