logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა ბექაური: კომპანიების უკმაყოფილების მიზეზი სატელეკომუნიკაციო ბაზრის ლიბერალიზაციის მიზნით მიღებული გადაწყვეტილებებია
კახა ბექაური: კომპანიების უკმაყოფილების მიზეზი სატელეკომუნიკაციო ბაზრის ლიბერალიზაციის მიზნით მიღებული გადაწყვეტილებებია
10:37 12.07.2020
"კომპანიების გაბრაზების საფუძვლები შეიძლება უფრო ღრმა იყოს, ვიდრე - ეს კანონპროექტი. ჩვენ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, აქტიურ ცვლილებებს ვახორციელებთ ტელესაკომუნიკაციო ბაზარზე და ეს მოსახლეობამ და მედიამ კარგად იცის,“ - აღნიშნული განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ დარგობრივ კომიტეტში სატელეკომუნიკაციო ოპერატორებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. კახა ბექაური აცხადებს, რომ სატელეკომუნიკაციო კომპანიების წარმომადგენლების უკმაყოფილების მიზეზი მხოლოდ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონში ცვლილებები ვერ იქნება, ვინაიდან ეს უფრო მსუბუქი მექანიზმია იმასთან შედარებით, რაც დღეს კომუნიკაციების კომისიას უკვე აქვს. მათი უკმაყოფილება უფრო ღრმა არის და ის კომუნიკაციების კომისიის მიერ ბოლო წლებში მომხარებლების უფლებების დაცვისა და სატელეკომუნიკაციო ბაზრის ლიბერალიზაციის მიზნით მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირდება.

„კომუნიკაციების კომისიამ ბოლო წლების განმავლობაში, ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო, მობილური და ფიქსირებული საბითუმო ბაზრის ლიბერალიზაცია გავაკეთეთ, დაშვების ტარიფები შემოვიღეთ LRIC-ის მოდელით, მობილური კომუნიკაციის ბაზარზე ურთიერთ-ჩართვის ტარიფები შევამცირეთ 11 თეთრიდან 2.5 თეთრამდე, მობილური და ფიქსირებული მომსახურებისთვის საბითუმო ინტერნეტის ფასი შევამცირეთ 32 ლარიდან 9 ლარამდე, შარშან მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მობილური კომუნიკაციების კომპანიებმა ვირტუალური ოპერატორები უნდა დაუშვან თავიანთ ქსელზე. ანუ ჩვეულებრივი შპს-ს გაკეთება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს და თუ უნდა საკომუნიკაციო ბიზნესში შევიდეს, უკვე აღარ იქნება ბარიერები, მას აღარ დასჭირდება ლიცენზია, აღარ დასჭირდება დიდი ინვესტიციები ქსელში. ეს ცვლილებები კომპანიებთან იყო რა თქმა უნდა გავლილი, თუმცა მას დღესაც ეწინააღმდეგებიან, მათ დაგროვილი აქვთ ეს გადაწყვეტილებები, რომლებიც რა თქმა უნდა წინააღმდეგობას ბადებს და შესაბამისად, გუშინდელი წინააღმდეგობა არ იყო მარტო ამ კანონპროექტის გამო,” - განაცხადა კახა ბექაურმა დარგობრივი კომიტეტისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა