ახმეტა ჰესის მშენებლობის პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (ბსგზშ) ანგარიშის საჯარო განხილვა 15 ოქტომბერს ახმეტაში გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, დაგეგმილი საქმიანობის მიზანი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩალესთან ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის 25-ე კმ-ზე მცირე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის - ახმეტა ჰესის მშენებლობა და ექსპლუატაციაა.
დაინტერესებულ პირებს წერილობითი შენიშვნებისა და კომენტარების წარდგენა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 8 ოქტომბერს, 18:00 საათამდე შეუძლია.

















