logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
 კახა ბექაური: დღეს კომუნიკაციების კომისიას კანონმდებლობით, აღსრულების ყველაზე მძიმე მექანიზმი აქვს, რომლის გამოყენებაც დააზიანებს მომხმარებლის და ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს
კახა ბექაური: დღეს კომუნიკაციების კომისიას კანონმდებლობით, აღსრულების ყველაზე მძიმე მექანიზმი აქვს, რომლის გამოყენებაც დააზიანებს მომხმარებლის და ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს
20:24 10.07.2020
"დღეს მოქმედი კანონით თუ 4-ჯერ არ შეასრულა კომუნიკაციების კომისიის მოთხოვნა და კანონის ვალდებულება ოპერატორმა, კომისიას უფლება აქვს, ლიცენზია ჩამოართვას ან ავტორიზაცია შეუჩეროს მას, რაც პრაქტიკაში მისი საქმიანობის გაჩერებას, საბოლოოდ კი მილიონობით მობილური და ფიქსირებული მომსახურების მომხმარებლების საკომუნიკაციო სერვისების გარეშე დარჩენას უდრის",- ეს განცხადება დარგობრივი კომიტეტის დასრულების შემდეგ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა გააკეთა.

კომისიის თავმჯდომარემ დღეს კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების, მედიის, არასამთავრობო სექტორისა და ბიზნესის შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.

"დღეს კომიტეტზე ყველა კითხვა დაისვა, მათ შორის, არასამთავრობო სექტორის, ბიზნესის, მედიის, კომიტეტის წევრებისგან, ყველას მიეცა დრო და ყველამ დასვა კითხვა, ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაცემულია. აქვე გეტყვით, რომ რადგან დაჩქარებული წესით მიდის ამ საკითხის განხილვა, ჩემთვის გასაგებია, რომ კომიტეტს სჭირდება დრო, რომ ამ ხუთ საათიანი განხილვის დროს, რა საკითხებიც წამოიჭრა და რაზეც ჩემგან ამომწურავი პასუხებიც მიიღეს შეაჯერონ, თუ საჭიროდ ჩათვლიან დაზუსტებები და კორექტირებები შეიტანონ პროექტში. ჩვენ სხდომამდეც ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა დარგობრივ კომიტეტთან და რიგი დაზუსტებები გავაკეთეთ მანამდე, მაგალითად, თანმდევი კანონპროექტიდან მაუწყებლობის ნაწილში, რომელიც ტექნიკური შესწორება იყო რეალურად, რადგან ცვლილება ისედაც არ ეხებოდა მაუწყებლობას საერთოდ ამოვიღეთ ეს ნაწილი.

"ერთადერთი მიზანი ამ კანონის ცვლილების ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ცვლილებებია და მხოლოდ ამ სფეროს კომპანიებისთვის არის განსაზღვრული ეს რეგულაცია. ჯერ კიდევ ამ სხდომამდე გამოითქვა მოსაზრებები, ხო არ იყო შესაძლებელი, რომ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტის ცვლილებების ნაწილში დავიწროვება მომხდარიყო, რაზეც ჯერ კიდევ სამი დღის წინ კომიტეტთან სამუშაო პროცესში შევთანხმდით, რომ ცვლილებები შეეხება, მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში წილის გასხვისებას ან შერწყმას თანხმობის გარეშე, ასევე მნიშვნელოვანი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. ეს ის საკითხებია, რომელიც ბაზარზე კონცენტრაციას ცვლის და კონცენტრაციის თვალსაზრისით ნეგატიურ გავლენას ახდენს კომუნიკაციების ბაზარზე. ამ მექანიზმის ამუშავების აუცილებლობა მაშინ დგას, თუ კომპანია არ ემორჩილება კომისიის გადაწყვეტილებას 4-ჯერ დარღვევის შემთხვევაში, თუ კომპანია 270 ათას ლარიან ჯარიმაზე გავიდა და არ აღსრულდა მაინც კანონის მოთხოვნა და კომისიის გადაწყვეტილება. კიდევ ვაზუსტებ, ეს საკითხი ეხება იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც მნიშვნელოვანი ძალაუფლების ოპერატორების მხრიდან სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს და აქედან გამომდინარე, იწვევს მათი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. ანუ მხოლოდ იმ გადაწყვეტილებებზე გავრცელდება, რომელიც მათი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით დაკვალიფიცირდება",- განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავჯდომარემ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კახა ბექაურის განმარტებით, დღეს მოქმედი კანონმდებლობით კომუნიკაციების კომისიას აქვს უფრო მძიმე ბერკეტი, რომელიც ავტორიზაციის გაჩერებას გულისხმობს. იმ შემთხვევაში, თუ კომუნიკაციების კომისია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომუშავე კომპანიას დარღვევის აღმოუფხვრელობის გამო ავტორიზაციას გაუჩერებს, ამით მნიშვნელოვნად დაზარალდება საზოგადოება, რადგან მომხმარებელი საკომუნიკაციო სერვისების გარეშე დარჩება, კომპანია კი დაიხურება. კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, სწორედ ამ შედეგის თავიდან აცილების მიზნით არის კანონში ცვლილებების შეტანა საჭირო, რათა დაიცვას როგორც მომხმარებელი, ისე სახელმწიფო ინტერესი და ბიზნესი.

"ყველას კარგად რომ ესმოდეს, დღეს კომუნიკაციების კომისიას, აღსრულების ყველაზე მძიმე მექანიზმი აქვს, რომლის გამოყენებაც დააზიანებს მომხმარებლის და ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, იმიტო, რომ დიდი მობილური და ფიქსირებული საკომუნიკაციო კომპანიების გაჩერება, სწორედ საზოგადოებას და მომხმარებლების ინტერესს აზარალებს. შესაბამისად, როგორც გითხარით ჩვენ არ გვჭირდება დამატებით უფრო მძიმე მექანიზმის შემოტანა კომპანიისთვის ჩვენი გადაწყვეტილების აღსასრულებლად, იმიტომ რომ ყველაზე ძლიერი მექანიზმი გვაქვს ლიცენზიის ჩამორთმევის სახით, ამიტომ არაფერში არ გვჭირდება იძულების გაძლიერება. ჩვენ უფრო მსუბუქი ინსტრუმენტი შემოგვაქვს, რათა დავიცვათ მომხმარებელი, რომ კომუნიკაციის გარეშე არ დარჩეს. ჩვენ უნდა გვქონდეს დროებითი მმართველის შეყვანის უფლება, რომ აღვასრულებინოთ კომპანიას კანონი, ისე რომ ზიანი არავის მიადგეს",- განაცხადა კახა ბექაურმა.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა