logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში რამდენიმე უწყების ანგარიშზე იმსჯელეს
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში რამდენიმე უწყების ანგარიშზე იმსჯელეს
19:24 10.07.2020
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ადამიანის უფლებათ დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილს მოუსმინეს, რომელმაც ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის 2018-2019 წლებში შესრულების შუალედური ანგარიშები, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების 2018-2019 წლების ანგარიშები და ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების 2018-2019 წლების ანგარიშები წარმოადგინა.

"საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველოს მთავრობა აგრძელებდა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების ინტეგრირებას სახელმწიფო ოლიტიკის ფორმიტრებისა და კანონშემოქმედებით პროცესში და ასევე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული მექანიზმების გაძლიერებასა და უწყებათა შორის კოორდინაციას.

ამისთვის, ერთი მხრივ, გრძელდებოდა 2014 წელს დამტკიცებული ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამთავრობო სტრატეგიისა და გეგმის აღსრულება, ხოლო მეორე მხრივ, დაიწყო ახალი სამთავრობო სტრატეგიის შემუშავება. 2014 წლის 30 აპრილს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა ქვეყნის ისტორიაში პირველი ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2014-2020 წლებისტვის, რასაც მოჰყვა სამოქმედო გეგმების შემუშავება, 2016 წელს კი შეიქმნა ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭო და დამტკიცდა მისი დებულება. პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას სწორედ ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭო უძღვება", - განაცხადა მომხსენებელმა.

მან დეტალურად მიმოიხილა სამოქმედო გეგმის მიხედვით განხორციელებული ღონისძიებები და ქმედითი ნაბიჯები. ისაუბრა საბჭოს მიღწევებზე და პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის შეფასებით, წარმოდგენილი ანგარიშიდან გამომდინარე ბევრი რამ გაკეთდა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით.

"თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას და უფლებას ვთქვათ, რომ ჩვენ დავასრულეთ ამაზე მუშაობა. პირიქით, ძალიან ბევრი მიმართულებაა გასავითარებელი, ძალიან ბევრი ადამიანია კიდევ დასაცავი, ამიტომ ჩვენ ერთობლივად გავაგრძელებთ ამ კუთხით მუშაობას", - განაცხადა სოფო კილაძემ.

ლელა აქიაშვილმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

კომიტეტმა განიხილა ორმოცდაათი დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი პარლამენტის დადგენილების პროექტი "2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების შესახებ".

მომხსენებლის, ირინე ფრუიძის განცხადებით, ახალგაზრდობა საზოგადოების მნიშვნელოვანი სეგმენტია, რომელსაც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანის დიდი პოტენციალი აქვს.

მისი თქმით, ამ პოტენციალის სრული რეალიზებისთვის აუცილებელია, სახელმწიფომ შექმნას სათანადო პირობები, მყისიერად უპასუხოს მათ გამოწვევებს, გაატაროს თანმიმდევრული საჯარო და ინტეგრირებული ახალგაზრდული პოლიტიკა - ახალგაზრდებისთვის და ახალგაზრდებთან ერთად.

საქართველოს 14-დან 29 წლის მოზარდებისა და ახალგაზრდების ადამიანურ კაპიტალში სათანადო სახელმწიფო რესურსის ინვესტირებისთვის და საზოგადოების ამ ასაკობრივი ჯგუფის წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ მომზადდა კონცეფციის დოკუმენტი, რომლითაც საქართველოს პარლამენტი განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკის 5 სტრატეგიულ პრიორიტეტს და 2030 წლამდე 21 მოსალოდნელ შედეგს, რომელთა მიღწევაზე პასუხისმგებელია ცენტრალური და ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლება.

მომხსენებლის ინფორმაციით, 2014 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა "სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი", რომელსაც მოჰყვა 2015-2020 წლებისთვის შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება.

მისივე თქმით, აღნიშნული სამოქმედო გეგმის შესრულებამ ხელი შეუწყო ახალგაზრდების გაძლიერებას და საფუძველი ჩაუყარა სახელმწიფოს სისტემურ მიდგომას.

"მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ახალგაზრდების წინაშე კვლავ მწვავედ დგას არაერთი გამოწვევა, რომელიც უკავშირდება ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას, განათლებასა და დასაქმებას, რესურსებსა და შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობას, საზოგადოებრივ ცხოვრებასა თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას. ახალგაზრდული პოლიტიკის ტრანსვერსალური ხასიათიდან გამომდინარე გამოწვევას წარმოადგენს ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე პოლიტიკის ეფექტიანი მართვის და პროცესებში სათანადო კოორდინაციის უზრუნველყოფა ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეზე", - განაცხადა ირინე ფრუიძემ.

მისი თქმით, სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის პროექტი, რომელიც მომზადდა ახალგაზრდებისთვის და ახალგაზრდებთან ერთად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე განსაზღვრავს მომდევნო წლებში სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ძირითად ამოცანებს.

"საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 28 მარტს დამტკიცებული დოკუმენტისგან "სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკა" განსხვავებით, პარლამენტის კონცეფციის დოკუმენტი განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ 2030 წლამდე შესასრულებელ კონკრეტულ ამოცანებს და მოსალოდნელ შედეგებს. კონცეფცია ითვალისწინებს 2030 წლამდე ახალგაზრდების წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, სახელმწიფოს მხრიდან, მთელი რიგი ამოცანების გადაჭრასა და შესაბამისი ქმედებების განხორციელებას. დადგენილების მიხედვით, საქართველოს მთავრობამ კონცეფციის პრიორიტეტების შესაბამისად, 2021 წლის 1 აპრილამდე უნდა უზრუნველყოს შესაბამისი სამოქმედო გეგმის მომზადება და დამტკიცება", - განაცხადა ირინე ფრუიძემ.

დღესვე კომიტეტმა მოისმინა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის, ვახტანგ აბაშიძის განმარტებით სატელეკომუნიკაციო სფეროს მნიშვნელობა კარგად გამოჩნდა პანდემიის პირობებში, როცა მთელი საქმიანობა გადავიდა ელექტრონულ სისტემებზე, სატელეკომუნიკაციო ქსელებზე.

"საქართველოც არ იყო გამონაკლისი, ყველანი დისტანციურ რეჟიმზე ვართ გადასული. მოსახლეობასთან საკომუნიკაციო საშუალება კარანტინის პირობებში სწორედ სატელეკომუნიკაციო საშუალებები გახლავთ. ეს სფერო საკმაოდ მომზადებული შეხვდა ამ დაუგეგმავ პრობლემას და მიუხედავად გაზრდუილი მოთხოვნებისა და მოხმარებისა, არ ყოფილა არცერთი სერიოზული ჩავარდნა კომპანიების მუშაობაში. პირიქით, მათ საკმაოდ ეფექტურად შეასრულეს თავისი სოციალური პასუხისმგებლობა", - განაცხადა ვახტანგ აბაშიძემ. მან ისაუბრა შესრულებულ და განსახორციელებელ, ასევე განხორციელების პროცესში მყოფ პროექტებზე.

ანგარიშის წარმოდგენის შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარემ შეაფასა უწყების გაწეული სამუშაო.

"ნამდვილად მნიშვნელოვანია აღნიშნული სისტემის გამართული ფინქციონირება, მით უფრო, 21-ე საუკუნეში. პანდემიის პირობებში კიდევ უფრო საჭირო გახდა სატელეკომუნიკაციო სისტემის გამართული ფუნქციონირება. ეს ძალიან ბევრ სხვადასხვა უფლებას უკავშირდება და არამხოლოდ ინფორმაციის მიღების უფლებას. ამიტომ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩვენს ქვეყანაში ადამიანები უზრუნველყოფილნი იყვნენ კომუნიკაციების თანამედროვე ხერხებით და საშუალებებით. სამაგალითო იყო თქვენი უწყების მიერ ბავშვის კოდექსის იმპლემენტაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯები იმიტომ, რომ თქვენ იყავით პირველი უწყება, რომელმაც სწრაფად და ხარისხიანად მიიღო ის კანონქვემდებარე აქტი, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ბავშვის კოდექსისთვის. ამისთვის მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ თქვენც და თქვენს უწყებას", - მიმართა სოფო კილაძემ ვახტანგ აბაშიძეს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა