logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ოზურგეთში „მობილური მაღაზია გურიაში“ პრეზენტაცია გაიმართა
ოზურგეთში „მობილური მაღაზია გურიაში“ პრეზენტაცია გაიმართა
16:04 10.07.2020
ოზურგეთში, შალვა რადიანის სახელობის დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ახალი ონლაინ პლატფორმის - „მობილური მაღაზია გურიაში“ პრეზენტაცია გაიმართა.

https://mobmarket.ge/ ინოვაციური და უნიკალური პროექტია, რომელიც შექმნილია მხოლოდ გურიის რეგიონისთვის და მიზნად ისახავს მოქალაქეების უსაფრთხო მომსახურებას, ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობას, COVID-19-თან დაკავშირებული რისკების შემცირებას.

„მიმდინარე წლის მარტის თვეში, როცა პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციები ამოქმედდა, ჩვენ მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, რომ მიკროავტობუსები, რომლებიც იქამდე აგრარულ ბაზრებს სოფლის მეურნეობის პროდუქტით ამარაგებდა, „მოძრავ მაღაზიებად“ გვექცია. პროექტმა, გაამართლა და წარმატებული გახდა. დღეს ბოსტნეულით, ბურღულეულით თუ პირველადი მოხმარების პროდუქტით დატვირთული 20-მდე მიკროავტობუსი, დადგენილი გრაფიკის მიხედვით, ემსახურება ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს. სწორედ გურიის ამ ინიციატივას პასუხობს პროექტი „მობილური მაღაზია გურიაში“, - განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ.

https://mobmarket.ge/ - ზე დარეგისტრირების შემთხვევაში: მომხმარებელი შეუკვეთავს და „მობილური მაღაზიის“ მეშვეობით მიიღებს მისთვის სასურველ პროდუქტს, ფერმერი/მეწარმე „მობილური მაღაზიის“ ბაზაში დაასაწყობებს სარეალიზაციო პროდუქციას, ხოლო მუნიციპალური მთავრობა კოორდინაციას გაუწევს „მობილური მაღაზიის“ პროექტს.

პროექტს „ონლაინპლატფორმა - მობილური მაღაზია გურიაში“ სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SlovakAid) დაფინანსებით, მართავს ა(ა)იპ „I (პირველი) ბლოკი“ ა(ა)იპ „რეგიონი და საზოგადოებასთან“ პარტნიორობით. პროექტის მხარდამჭერია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში.

პრეზენტაციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ფერმერები დაესწრნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა