logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პეტრე მელიქიშვილის 170 წლის იუბილეს გამოფენა მიეძღვნა
პეტრე მელიქიშვილის 170 წლის იუბილეს გამოფენა მიეძღვნა
15:49 10.07.2020
კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის და პირველი რექტორის პეტრე მელიქიშვილის 170 წლის იუბილეს მიეძღვნა გამოფენა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ექსპოზიცია, რომელზეც თსუ პირველი რექტორის მემორიალური ნივთები, ფოტოები და დაკუმენტური მასალა წარმოდგენილი, თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, წმინდა საყდრის ნუნციამ საქართველოში ჟოზე აველინო ბეტანკურმა, პროფესორებმა და სტუდენტებმა დაათვალიერეს. ექსპოზიცია პეტრე მელიქიშვილის სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას ასახავს.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით პეტრე მელიქიშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ოქტომბრისთვის გადაიდო, ამ დროს გაიმართება ალბომის პრეზენტაცია და სამეცნიერო კონფერენცია. „პეტრე მელიქიშვილი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა საქართველოსთვის, ქართული მეცნიერებისთვის და, განსაკუთრებით, ქართული უნივერსიტეტისთვის. მან საქართველოში ჩამოაყალიბა პირველი ევროპული ტიპის სკოლა ქიმიის მიმართულებით. სწორედ ეს იყო ის საფუძველი, რომელიც დღესაც გვაძლევს დიდ რეზულტატს. ცოტა ხნის წინ, თსუ-ის ბაზაზე გაიხსნა ამერიკის ქიმიკოსთა საზოგადოების წარმომადგენლობა. ეს იმას ნიშნავს, რომ გვექნება საერთაშორისოდ სერტიფიცირებული პროგრამები ქიმიაში, ბიოქიმიაში. ესაა პეტრე მელიქიშვილის მიერ ჩაყრილი საფუძველი, რომელზეც გაიზარდა მთელი პლეადა ქართველი ქიმიკოსების, ბიოქიმიკოსების, რომელთაც ფართოდ გაუთქვეს ქართულ მეცნიერებას სახელი,“- აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

„ჩემთვის დიდი პატივია ვიყო უნივერსიტეტში, რომლის პირველი რექტორი იყო პეტრე მელიქიშვილი და სადაც უამრავმა ქართველმა მიიღო განათლება. ადამიანის აზროვნება რწმენისა და მეცნიერების ნაყოფია. ისინი ერთმანეთს ავსებენ. პეტრე მელიქიშვილი იყო დიდებული კათოლიკე ქართველი,“- განაცხადა წმინდა საყდრის ნუნციამ საქართველოში ჟოზე აველინო ბეტანკურმა.

იუბილესთან დაკავშირებით თსუ რექტორმა, წმინდა საყდრის ნუნციამ, სტუდენტებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად თსუ პანთეონში პეტრე მელიქიშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა