logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბოლო წლებში შინაურ ცხოველებში ცოფის შემთხვევები 58%-ით შემცირდა
ბოლო წლებში შინაურ ცხოველებში ცოფის შემთხვევები 58%-ით შემცირდა
13:55 10.07.2020
სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ატარებს შინაური ცხოველების (ძაღლი, კატა) ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას. პრევენციის მიზნით წელიწადში 260 ათასზე მეტი ცხოველი იცრება, ხოლო ცოფის დაფიქსირების შემთხვევაში, დაავადების ამთვისებელ ცხოველებს ინფექციის კერაში იძულებითი ვაქცინაცია უტარდებათ.



მიმდინარე წელს ქვეყნის მასშტაბით, ცოფის 35 შემთხვევა გამოვლინდა(20 ძაღლი, 10 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველი, 5 გარეული ცხოველი). წელს პროფილაქტიკური ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდა 110 ათას ძაღლსა და კატას; იძულებით აიცრა 15 ათასამდე დაავადების ამთვისებელი ცხოველი. წლის ბოლომდე 270 ათასამდე ცხოველის ვაქცინაციაა დაგეგმილი.



ბოლო წლებში ჩატარებული მასობრივი ღონისძიებების შედეგად ქვეყანაში ცოფის შემთხვევები მნიშვნელოვნად არის შემცირებული, კერძოდ: 2019 წელს, 2013 წელთან შედარებით, შინაურ ცხოველებში ცოფის შემთხვევები შემცირდა 58%-ით და შედეგად ადამიანებშიც. თუმცა, საქართველოში ისევე როგორც მსოფლიოში გამოწვევად რჩება გარეული და არავაქცინირებული,დაავდებული მიუსაფარი ცხოველები, რომლებიც ცოფის გავრცელების ძირითად წყაროს წარმოადგენენ. ამ მიმართულებით, სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან; შედგა ონლაინ-შეხვედრა, რომელშიც საქართველოს ვეტერინარებთან ერთად სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ; მიმდინარეობს მუშაობა ტრანსსასაზღვრო ორალური ვაქცინაციის დაგეგმვასა და განხორციელებაზე.



ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას სურსათის ეროვნული სააგენტო უფასოდ ახორციელებს და საჭიროების შემთხვევაში, ყველა მსურველს შეუძლია, დაუკავშირდეს სააგენტოს რეგიონულ და რაიონულ ოფისებს.



სააგენტოს ვეტერინარები მოუწოდებენ მოსახლეობას ცხოველი წელიწადში ერთხელ აცრან, რადგან ვაქცინაცია დაავადებისაგან დაცვის მთავარი მექანიზმია. ცოფი საშიში ზოონოზური დაავადებაა, რომლითაც ავადდება შინაური და გარეული თბილსისხლიანი ცხოველი, ასევე ადამიანი. ინფექცია ვრცელდება დაავადებულ ცხოველთან კონტაქტით (დაკბენა, დაკაწვრა, დადორბვლა). დაავადების კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში შედეგი 100%-იანი ლეტალობით მთავრდება.







ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით იმართება საინფორმაციო შეხვედრები, სააგენტოს ვეტერინარები თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებში ატარებენ ღია გაკვეთილებს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა