logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
  კახა ბექაური: ყოველგვარი სპეკულაცია, თითქოს „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონი მაუწყებლებს ან მედიას ეხება, სრული სიცრუეა
კახა ბექაური: ყოველგვარი სპეკულაცია, თითქოს „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონი მაუწყებლებს ან მედიას ეხება, სრული სიცრუეა
13:28 10.07.2020
ყოველგვარი სპეკულაცია, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე მოვისმინე, თითქოს "ელექტრონული კომუნიკაციების" შესახებ კანონი მაუწყებლობის კანონს, მაუწყებლებს ან მედიას ეხება, სრული სიცრუეა, – ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა დღეს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა ბექაურმა აღნიშნა, "ელექტრონული კომუნიკაციების" შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების მიზანი არ არის იძულების მექანიზმის გაძლიერება კომპანიების მიმართ, ეს საჭირო არ არის, რადგან კომისიას იძულების მძლავრი მექანიზმი ისედაც აქვს.

"არ შეიძლება არსებობდეს ავტორიზაციის ან ლიცენზიის ჩამორთმევაზე და საქმიანობის შეჩერებაზე მძლავრი იძულების მექანიზმი. ასეთი უკვე გვაქვს, ამიტომ ცვლილებები ამას არ ემსახურება. ეს ემსახურება მომხმარებლების უფლებების დაცვას, ელექტრონულ კომუნიკაციებში მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორებს, რომლებსაც ძალიან ბევრი აბონენტი ჰყავთ. თუ აღსრულება ეფექტიანი არ არის და ჯარიმების შემდეგ არ აღსრულდა კანონი, ჩვენ ვითხოვთ დღევანდელ კანონმდებლობაში არსებულ მექანიზმზე უფრო მსუბუქ მექანიზმს, რომელიც დაიცავს მომხმარებელს საკომუნიკაციო სერვისების შეწყვეტისგან. შესაბამისად, აქ არანაირად მაუწყებლობის სფეროს ნაწილი არც მოსაზრებებში იყო, არც მიზნებში და არც არავის გაუვლია თავში, არც წარმოდგენილ კანონპროექტშია ამაზე საუბარი. შესაბამისად, ეს ყოველგვარი სპეკულაცია, რომელიც ამ კუთხით, ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე მოვისმინე, თითქოს ეს მაუწყებლობის კანონს, მაუწყებლებს ან მედიას ეხება, სრული სიცრუეა და არანაირად ეს ცვლილებები შეხებაში მათან არ არის", – განაცხადა კახა ბექაურმა.









FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა