logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარიამ კამპანია - „იმოგზაურე საქართველოსთვის“  ასურეთიდან დაიწყო
გიორგი გახარიამ კამპანია - „იმოგზაურე საქართველოსთვის“ ასურეთიდან დაიწყო
12:42 10.07.2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შიდა ტურიზმის მხარდაჭერის კამპანიის - "იმოგზაურე საქართველოსთვის" ფარგლებში დღეს ასურეთის გერმანულ დასახლებას ესტუმრა.



სოფელ ასურეთში, შვაბების ქუჩაზე დასრულდა მე-19 საუკუნის გერმანული, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, რამდენიმე საცხოვრებელი სახლისა და ძველი გერმანული სასაფლაოს რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესი, რისთვისაც მთავრობამ ჯამში 6 მილიონ ლარზე მეტი გამოყო.



მთავრობის მეთაურმა, გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშთან, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილთან, ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორ შოთა რეხვიაშვილთან და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად რესტავრირებული გერმანული დასახლება დაათვალიერა და აღნიშნა, რომ ეს ადგილი განსხვავებული კულტურების თანაცხოვრების საუკეთესო მაგალითია.



"ჩვენი აქ ყოფნა დღეს სიმბოლურია. ვიწყებთ ახალ პროგრამას, რომელმაც შიდა ტურიზმი უნდა განავითაროს. ჩვენ ყველამ ერთად, ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი სამშობლო, საქართველო. ჩვენ ყველანაირი პირობის გარეშე გავხსენით მოგზაურობა გერმანიასთან, ეს არის პირველი გერმანული დასახლების ისტორიული ადგილი საქართველოში. პირველი გერმანული დასახლება საქართველოში, როგორც ჩანს, ისტორიულად, იყო 1817 წლიდან, უკვე 200 წელზე მეტი გავიდა და სწორედ 200 წლიან იუბილეს ეძღვნებოდა ამ ქუჩის რეაბილიტაციის იდეა. აქ კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი და ჩვენ ამას, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოსთან ერთად გავაგრძელებთ. ჩვენ ჩვენი ისტორიაც უნდა გვახსოვდეს, ჩვენი გერმანელებიც უნდა გვახსოვდეს, იმიტომ, რომ ამ ხალხს საკმაოდ მძიმე ისტორია ჰქონდა. მოგეხსენებათ, რომ მეორე მსოფლიო ომის წინ ეს ხალხი საქართველოდან გადაასახლეს, თუმცა თანაცხოვრების შესანიშნავი ისტორია იყო, რომელსაც ახლა ყველანი ვხედავთ. ჩვენ ვიწყებთ შიდა ტურიზმის მხარდაჭერას, ჩვენ ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი სამშობლო, ყველა ის ადგილი, რომელიც შესაძლებელია იყოს დავიწყებული, ჩვენს ოჯახის წევრებთან, შვილებთან ერთად, ხელახლა უნდა ვნახოთ ეს ყველაფერი, რათა როდესაც ტურიზმი სრულად აღდგება და უცხოელი სტუმრები ჩამოვლენ, საუკეთესო გიდი იყოს თითოეული ჩვენგანი და მოვუყვეთ ჩვენს სამშობლოზე", - განაცხადა გიორგი გახარიამ.



პრემიერ-მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა და აღნიშნა, რომ ასურეთში გერმანული დასახლების დათვალიერება საინტერესო და დასამახსოვრებელი იქნება ტურისტებისთვის, ხოლო რეგიონისთვის - ეკონომიკური სარგებლის მიღების შესაძლებლობა.



მთავრობის მეთაურმა ადგილობრივ მოსახლეობას გააცნო ის შესაძლებლობები, რომლებითაც შეუძლიათ ისარგებლონ პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ტურიზმის კომპონენტის ფარგლებში - შექმნან საოჯახო სასტუმროები, კვების ობიექტები, ეთნო მიმართულების ტურისტული აქტივობა.



ასურეთის გერმანულ დასახლებაში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ, პრემიერ-მინისტრი ერთ-ერთ ადგილობრივ ოჯახს ესტუმრა, სადაც საოჯახო სასტუმროს მოწყობა იგეგმება და უძველესი მარანი ფუნქციონირებს. მარანში სტუმრებს ღვინით გაუმასპინძლდნენ, რომელიც ძველი გერმანული ტექნოლოგიით მზადდება.



ასურეთის გერმანული დასახლების რეაბილიტაცია არის სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის კარგი მაგალითი, ერთი მხრივ ინფრასტრუქტურის მოწყობის, ხოლო მეორე მხრივ სპეციალური სახელმწიფო პროგრამების შეთავაზების გზით რეგიონის, სოფლის მხარდაჭერის და განვითარების.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა