logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სპორტისა და ახალგაზრულ საქმეთა კომიტეტმა მოსახლეობის ფიზიკური და სორტული აქტიურობის გაზრდის გზებზე იმსჯელა
სპორტისა და ახალგაზრულ საქმეთა კომიტეტმა მოსახლეობის ფიზიკური და სორტული აქტიურობის გაზრდის გზებზე იმსჯელა
19:08 09.07.2020
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში ზეპირი მოსმენა გაიმართა დასაბუთებული მოსაზრებების ავტორებთან თემატური მოკვლევის საკითხზე: "როგორ გავზარდოთ საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური და სპორტული აქტიურობის დონე".

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, თემატური მოკვლევა პარლამენტისთვის და ღია მმართველობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია.

"პარლამენტის ერთ-ერთი ფუნქცია ზედამხედველობაა სხვადასხვა მიმართულებით აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე. თემატური მოკვლევა შესაძლებლობას გვაძლევს, უფრო სიღრმისეულად გავაანალიზოთ გამოწვევები და გავცეთ რეკომენდაციები, გარდა ამისა, საშუალებას გვაძლევს საზოგადოების და სამოქალაქო სექტორის ჩართულობა იყოს უზრუნველყოფილი, მათი მოსაზრებები იყოს ასახული ამა თუ იმ მიმართულებით და მივიღოთ უფრო სრულყოფილი ინფორმაცია თემაზე, რომელიც გვაინტერესებს", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისი განმარტებით, პირველი თემა, რომელიც გამოიკვეთა საზოგადოებაში, ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრება და სპორტული აქტივობის გაზრდაა.

"ეს არის თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი. ჩვენ რამდენიმე კვლევას გავეცანით სიღრმისეულად. ჩვენი მოქალაქეების 80% ფიზიკური აქტივობის გარეშეა. ეს საკმაოდ მაღალი ციფრია. 18-დან 69 წლამდე ასაკის ადამიანების აქტივობის დონე საკმაოდ დაბალია, ასევე, სკოლის მოსწავლეების მხოლოდ 20%-ია ჩართული ფიზიკურ აქტივობაში. კითხვას -"როგორ გავზარდოთ საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური და სპორტული აქტიურობის დონე"- საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოკვლევაში ბევრი ორგანიზაცია იყო ჩართული. ჩემი აზრით, მივიღეთ თითქმის ამომწურავი პასუხები. ჩვენი მიზანი იყო ამ დაბალი აქტივობის გამომწვევი მიზეზების განსაზღვრა. საინტერესოა, რა ხელშემშლელი მიზეზები არსებობს იმისა, რომ ფიზიკურ აქტივობაში ჩაურთველი მოქალაქეების ასეთი მაღალი მაჩვენებელია საქართველოში", - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისი ინფორმაციით, მოკვლევაში 30-მდე ორგანიზაცია იყო ჩართული.

"მათგან მივიღეთ წერილობითი პასუხები. სურათი, რომელიც გვაქვს, საშუალებას იძლევა შესაბამისი რეკომენდაციები და ანგარიში წარვუდგინოთ ჩვენს საზოგადოებას. მადლობა მინდა გადავუხადო ვესტმინსტერს და ევროკავშირის წარმომადგენლებს, რომლებიც ამ პროცესში დაგვეხმარა. ჩვენ ასევე გვყავს საერთაშორისო ექსპერტი, რომელიც მონაწილეობს ანგარიშის შემუშავებაში", - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

დეპუტატებმა ევროპულ-ქართულ ინსტიტუტის, ადამიანების უფლებების განვითარებისა და გარემოს დაცვის ინსტიტუტის, პარაოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებს მოუსმინეს.

აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოსახლეობის დაბალი ფიზიკური აქტივობის მიზეზებზე ისაუბრეს და აღნიშნული პრობლემის მოგვარების გზებსა და ხედვებზე გაამახვილეს ყურადღება.

ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოსაზრებების გამოთქმის შემდეგ დეპუტატების კითხვებს უპასუხეს.

განხილულ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტი რეკომენდაციებს მოამზადებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა