logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დეა კულუმბეგაშვილის ფილმ „დასაწყისის“ მსოფლიო პრემიერა სან-სებასტიანის კინოფესტივალზე გაიმართება
დეა კულუმბეგაშვილის ფილმ „დასაწყისის“ მსოფლიო პრემიერა სან-სებასტიანის კინოფესტივალზე გაიმართება
18:41 08.07.2020
დეა კულუმბეგაშვილის ფილმ „დასაწყისის” მსოფლიო პრემიერა სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება. დეას ფილმთან ერთად ფესტივალის მთავარი ჯილდოს „ოქროს ნიჟარის” მოსაპოვებლად კიდევ 5 ფილმი იბრძოლებს.

სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალი 18-26 სექტემბერს გაიმართება. ფესტივალის სრული პროგრამა მომდევნო კვირების მანძილზე გასაჯაროვდება. კიდევ ერთი დეტალი, რომელიც უკვე ცნობილია არის ის, რომ სან-სებასტიანის ფესტივალი ვუდი ალენის ფილმით გაიხსნება.

დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი“ რამდენიმე კვირის წინ კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში მოხვდა. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც დეა კულუმბეგაშვილის ფილმი კანის კინოფესტივალზე ხვდება.

2014 წელს რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი „უხილავი სივრცეები” წარმოდგენილი იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში, 2016 წელს კი დეა კულუმბეგაშვილის კიდევ ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ლეთა” აჩვენეს სექციაში „რეჟისორთა ორკვირეული”.

კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს კანის საერთაშრისო კინოფესტივალი ტრადიციული ფორმით არ ჩატარდება. ოფიციალურ სელექციაში მოხვედრილი ფილმები გადანაწილდნენ ტორონტოს, სან-სებასტიანის, ნიუ-იორკის, ვენეციის, ბუსანისა და ლუმიერის კინოფესტივალებზე. მთელ ამ პროცესს კანის კინოფესტივვალის დირექტორი ტიერი ფრემო ასე უწოდებს - „კანი კედლებს მიღმა”.

ფილმ „დასაწყისში“ მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი, რატი ონელი, კახა კინწურაშვილი და საბა გოგიჩაიშვილი ასრულებენ. „დასაწყისი” გადაღებულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. ფილმი შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა