logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, ლენი კრავიცის  გადაწყვეტილებით, მსოფლიო ტური აღარ გაიმართება
ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, ლენი კრავიცის გადაწყვეტილებით, მსოფლიო ტური აღარ გაიმართება
10:12 08.07.2020
ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, ლენი კრავიცის გადაწყვეტილებით, მსოფლიო ტური, HERE TO LOVE აღარ გაიმართება. ამის შესახებ მუსიკოსმა თავად ამცნო მსმენელს საკუთარი სოციალურ ქსელის მეშვეობით. შესაბამისად, ტურის გაუქმების შედეგად, არ ჩატარდება მისი კონცერტიც, რომელიც 2021 წელს საქართველოში იყო დაგეგმილი.

მომღერალმა ტურის გაუქმების მიზეზად COVID 19-ის გავლენით გამოწვეული ახალი რეალობა დაასახელა.

"მივმართავ ჩემს გულშემატკივრებს ევროპიდან, სამწუხაროდ მიწევს თქმა, რომ ტური, HERE TO LOVE,, აღარ გაიმართება და ეს მსოფლიოში პანდემიით გამოწვეულ რეალობას უკავშირდება. მინდა გითხრათ, რომ მოუთმენლად ველოდი თქვენთან შეხვედრას, მაგრამ ამ მომენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი და ჩემი ბენდის წევრების ჯანმრთელობაა",- წერს მომღერალი. წერილის ბოლოს ლეგენდარული მუსიკოსი იმედოვნებს, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება და უსაფრთხო გარემოში მსმენელთან შეხვედრისა და კონცერტის გამართვის შესაძლებლობა კვლავ მიეცემა.

ინფორმაციისთვის:
2021 წელს საქართველოში დაგეგმილი კონცერტის ბილეთებში გადახდილი თანხა (საკომისიოს ჩათვლით) მყიდველის ბარათზე ავტომატურად დაბრუნდება.

თანხის დაბრუნება მოხდება 15 ივლისიდან, 3 სამუშაო დღეში.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ SOLO ბანკირს ან მოგვწერეთ მისამართზე lenny@solo.ge

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა