logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გერმანიის ელჩი მარნეულში ჟვანიას სკოლის რეგიონული სასწავლო ცენტრის მუშაობას გაეცნო
გერმანიის ელჩი მარნეულში ჟვანიას სკოლის რეგიონული სასწავლო ცენტრის მუშაობას გაეცნო
19:04 07.07.2020
გერმანიის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰუბერტ ქნირში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მარნეულის რეგიონულ სასწავლო ცენტრს ეწვია და იმ პროგრამებს გაეცნო, რომლებსაც ჟვანიას სკოლა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს სთავაზობს.

შეხვედრაზე, რომელსაც მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში შოთა რეხვიაშვილი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ-ის პროგრამის ხელმძღვანელი ფრიდრიკე როხვანსკი და სხვა სტუმრებიც ესწრებოდნენ, ჟვანიას სკოლის დირექტორმა, ქეთევან ჯაყელმა სკოლაში მოქმედი პროგრამების (სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამა, საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამა), დისტანციური სწავლების პროცესისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა და სტუმრებს სკოლის მიერ შექმნილი დარგობრივი მიმართულებების სახელმძღვანელოები, აუდიოდისკები ,,ისწავლე ქართული აუდიოგაკვეთილებით“ და სხვადასხვა პუბლიკაციები გააცნო.

„დღეს მარნეულის რეგიონულ სასწავლო ცენტრში გერმანიის ფედერაციის სრულუფლებიან ელჩს საქართველოში სკოლის მუშაობა და ის პროგრამები გავაცანით, რომლებსაც ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს ვთავაზობთ. კერძოდ, სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის მხარდამჭერ და საჯარო მოხელეებისთვის არსებულ სატრენინგო პროგრამებს. მნიშვნელოვანია, რომ ჟვანიას სკოლის მიერ განხორციელებული პროგრამები ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტებში საჯარო მოხელეთა უნარებისა და ცოდნის განვითარებას იმისათვის, რომ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები წარმატებულად განხორციელდეს.“ - განაცხადა ქეთევან ჯაყელმა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სკოლის საერთაშორისო პარტნიორობაზე და გერმანულ მხარესთან სამომავლო თანამშრომლობაზე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა