logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თსუ-ს პრაქტიკული კურსის "წერის არქიტექტურა" გამარჯვებული გამოვლინდა
თსუ-ს პრაქტიკული კურსის "წერის არქიტექტურა" გამარჯვებული გამოვლინდა
10:54 07.07.2020
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კომპანია „სილქნეტის“ შემოქმედებითი პრაქტიკული კურსის "წერის არქიტექტურა" გამარჯვებული გამოვლინდა. ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ანი ჩხიკვაძემ წარმატებით შეასრულა დასკვნითი დავალება და მისი ნაშრომი მონაწილეებს შორის საუკეთესოდ დასახელდა. კურსის ბოლოს მინი კონკურსის დავალება, რომელიც ახალი ნაშრომის დაწერას, კერძოდ კი სიზმრის აღწერას გულისხმობდა, სტუდენტებს ანა კორძაია-სამადაშვილმა მისცა.

„მნიშვნელოვანი პროექტია „წერის არქიტექტურა“, წამახალისებელი ძალაა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ახლა იწყებს წერას, მოყვარული მწერლებისთვის, ახალგაზრდებისთვის,“- განაცხადა ანი ჩხიკვაძემ.

პროექტის ფინალური ეტაპისთვის შერჩეულმა პრაქტიკული კურსის 20-მა მონაწილემ, რომლებიც სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები არიან, ორი კვირის განმავლობაში წერის სტრუქტურის შესახებ მწერლებითა და ლიტერატურათმცოდნეებით დაკომპლექტებული გუნდის ტრენინგები გაიარეს. კურსის მონაწილეებმა გაიცნეს თანამედროვე ლიტერატურაში მოღვაწე ადამიანები და მათგან ისწავლეს თუ როგორ მოიფიქრონ საინტერესო და მიმზიდველი სათაური, როგორ შექმნან სიუჟეტი, მოყვნენ ამბავს საინტერესოდ და წერონ გამართული დიალოგები, როგორ გამოიმუშავონ წერის საკუთარი სტილი ძირითადი ლიტერატურული ხერხების მეშვეობით და შექმნან ახალი ნამუშევრები.

პრაქტიკულ კურსს თანამედროვე ქართველი მწერლები და ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები - ბექა ადამაშვილი, დავით გაბუნია, გიორგი კეკელიძე, ზვიად კვარაცხელია, ანნა კორძაია - სამადაშვილი, დათო ტურაშვილი და ზაალ ჩხეიძე უძღვებოდნენ.

„მასტერკლასი უკვე მეორედ ჩატარდა თსუ-ის ტრადიციული ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდის“ ფარგლებში და მასში 500-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა. გამარჯვებული სასაჩუქრე ვაუჩერით დავაჯილდოვეთ, ასევე ფინალის ყველა მონაწილეს გადავეცით თსუ გამომცემლობის მიერ გამოცემული წიგნები. მასტერკლასის ყველა მონაწილეს, ფინალისტს ველოდებით „შემოდგომის ლეგენდაზე“ შემოდგომაზე,“- აღნიშნა თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა საღინაძემ.
პროექტის გამარჯვებულს თსუ-მ საჩუქრად ტექნიკის მაღაზიის 400-ლარიანი ვაუჩერი, კომპანია “სილქნეტმა” მობილური ტელეფონი გადასცა. ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი. პროექტის დახურვა და მონაწილეთა დაჯილდოება ზუმის პლატფორმის გამოყენებით მოხდა.

"წერის არქიტექტურა" თსუ-სა და "სილქნეტის" ერთობლივი სტუდენტური ლიტერატურული პროექტის - "შემოდგომის ლეგენდა" ფარგლებში განხორციელდა. „სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ პანდემიის გამო არ გამოვტოვეთ და წელსაც, დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, ჩავატარეთ წერის მასტერკლასი. მასტერკლასი წარმატებით ჩატარდა ონლაინრეჟიმში. დიდი მადლობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს თორმეტწლიანი პარტნიორობისთვის და ასეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტისთვის,“- განაცხადა „სილქნეტის“ კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ლიკა მეტრეველმა.

ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდის" ისტორიაში შემოქმედებითი პრაქტიკული კურსი "წერის არქიტექტურა" უკვე მეორედ ჩატარდა. პრაქტიკული კურსი სპეციალურად "შემოდგომის ლეგენდის" ათწლიანი გამოცდილების და სამომავლო პერსპექტივის გათვალისწინებით დაიგეგმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა