logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
“ჯიპიაი ჰოლდინგის” ტრანსფორმაციის სტრატეგია: წინ, ახალი რეალობისკენ!
“ჯიპიაი ჰოლდინგის” ტრანსფორმაციის სტრატეგია: წინ, ახალი რეალობისკენ!
10:55 07.07.2020
“ჯიპიაი ჰოლდინგი” ბაზარზე განვითარების ახალ სტრატეგიას აანონსებს, რაც საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს ეხმიანება და გრძელ ვადაში კომპანიის სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს. ტრანსფორმაციის პროცესი უკვე დაწყებულია. კომპანია მართვისა და მუშაობის სტილს სრულად შეცვლის და ბაზარზე ოპერირების ახალ სტანდარტებს დაამკვიდრებს.

სტრატეგიული ცვლილებების ხედვა მოიცავს საოპერაციო და მომსახურების სისტემების კომპლექსურ გარდაქმნას, მენეჯმენტში ახალი მიდგომების დამკვიდრებას, ე.წ. ჰიბრიდულ მოდელზე გადასვლის კვალდაკვალ. ჰიბრიდული მოდელი გულისხმობს დისტანციურად და ოფისში გატარებული საათების კომბინაციას თანამშრომლებისთვის მეტი ავტონომიისა და მოქნილობის მისანიჭებლად.

პაატა ლომაძე, “ჯიპიაი ჰოლდინგის" გენერალური დირექტორი: “განვითარება და პროგრესი, ყოველთვის იყო და არის ჩვენი კომპანიის მამოძრავებელი ძალა, პანდემიამ კი დგვანახა, რომ ცვლილებებისთვის სრულყოფილად ვართ მზად. ჩვენ უკვე გრაკვეული ხანია, ვგეგმავდით ჩვენს მიერ განვითრებული ტექნოლოგიური სისტემების გამოყენებას იმისთვის, რომ უფრო მოქნილი და ეფექტური საქმიანობის მოდელი შეგვექმნა და გასული რამდენიმე თვის გამოცდილება ერთგვარი კატალიზატორი აღმოჩნდა, რომ ცვლილებები უფრო სწრაფად და თამამად დავნერგოთ. გვინდა, გამოვიყენოთ ის დადებითი გამოცდილება, რაც მივიღეთ და გავითვალისწინოთ გამოწვევები, რომელიც, ცხადია, ახლავს თან მსგავს მასშტაბურ ტრანსფორმაციას. მთავარი მიზანი არის, ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ ჩვენი კომპანიის განვითარება და უფრო სტაბილური, თანამედროვე და სწრაფ ზრდაზე ორიენტირებული სისტემები შევქმნათ, სადაც ამოსავალი წერტილი იქნება ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა და განვითარება და მომხმარებლებისთვის გაუმჯობესებული სერვისის მიწოდება. თამამი გადაწყვეტილებაა, თუმცა ჩვენ არასდროს გვივლია გატკეპნილი გზით და ჩვენ მიერ დანერგილი ინოვაციები სადაზღვევო ბაზრის განვითარების საწინდარიც არაერთხელ გამხდარა და ახლაც, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს

გუნდთან ერთად, მყარ საფუძველს შექმნით გრძელვადიანი სტაბილური ზრდისთვის.“

კომპანიაში აცხადებენ, რომ ცვლილებები ჯიპიაის სწრაფ ზრდას და განვითარებას შეუწყობს ხელს. თანამშრომლებს კი საშუალებას მისცემს თავისუფალი და მოქნილი გრაფიკით იმუშაონ მათთვის სასურველი ნებისმიერი ადგილიდან. ტრანსფორმაციის პროცესში კომპანია გეგმავს კიდევ უფრო გააძლიეროს და დახვეწოს ციფრული არხები და საკომუნიკაციო სისტემები, როგორც კომპანიის შიგნით, ასევე გარეთ.

ნინო ხაჭაპურიძე, “ჯიპიაი ჰოლდინგის” ადამიანური რესურსის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: “ უკვე სამი თვეა, ჩვენი ყველა თანამშრომელი სახლიდან შეუფერხებლად მუშაობს. ჯიპიაიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ მძლავრი ინტელექტუალური და ტექნიკური რესურსი აქვს. გვიხარია, რომ ეს არ იქნება დროებითი მოვლენა და ახალ რეალობაში ჩვენს თანამშრომლებს ექნებათ შესაძლებლობა იმუშაონ ნებისმიერი ადგილიდან. ეს მიდგომა დაგვეხმარება სწრაფად გავიზარდოთ და სამომავლოდ გუნდის ახალი წევრები საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან ავარჩიოთ. უკვე აქტიურად ვმუშაობთ მართვის ისეთ მოდელზე, სადაც თანამშრომელს მეტი თავისუფლება აქვს, სადაც ის მოქნილია სამუშაო დროის განაწილებაში და სრულად შედეგზეა ორიენტირებული, მენეჯმენტი კი მთელს ძალისხმევას და რესურსს თანამშრომლების განვითარებას და მართვის სისტემების დახვეწას უთმობს.“

კომპანიის გარდაქმნის გადაწყვეტილება ჯიპიაის მენეჯმენტმა პანდემიის დროს მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით მიიღო. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან დღემდე, კომპანიის 750 თანამშომელი სახლიდან მუშაობს. გამართული ციფრული პლატფორმების საშუალებით კი კომპანიამ 300 000-ზე მეტი ოპერაცია დისტანციურად განახორციელა. კომპანიაში აცხადებენ, რომ დეკემბრიდან ჯიპიაის ყველა თანამშრომელი ახალ რეალობაში, ბევრად უფრო თანამედროვე, ძლიერ და სტაბილურ კომპანიაში იმუშავებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა