მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხატების თაყვანისცემის აღდგენას ზეიმობს.
ხატმებრძოლობაზე გამარჯვებასთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია ტარდება ეკლესია მართლმადიდებლობის ზეიმს დიდმარხვის პირველ კვირას აღნიშნავს.
წირვა- ლოცვას დღეს სამების საკატედრო ტაძარში უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია ლლ აღავლენს.
აღნიშნული დღესასწაული 842 წელს დაწესდა. საეკლესიო ტიპოკონის მიხედვით, ამ დღეს მწუხრის მსახურებაზე მართლმადიდებლობის სინოდიკონი იკითხება.

















