ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 958
დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
მათ შორის 838 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 3903 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 202 ადამიანი რჩება.

















