logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად, პოლიტიკურ სპეკულაციებზე უარი უნდა თქვან მათ, ვინც ამით არის დაკავებული და მხარი დაუჭირონ ჩვენს ინიციატივას
დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად, პოლიტიკურ სპეკულაციებზე უარი უნდა თქვან მათ, ვინც ამით არის დაკავებული და მხარი დაუჭირონ ჩვენს ინიციატივას
20:04 06.07.2020
"ბევრი პირობის გამო - რომ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, შევინარჩუნოთ არსებული ეპიდვითარება, არჩევნები ჩავატაროთ მშვიდ გარემოში და ასევე, არჩევნების შემდეგ არ მოგვიწიოს პანდემიის კიდევ უფრო მეტად გამწვავების რეჟიმში ცხოვრება, ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ სპეკულაციაზე, მათ, ვინც ამით არის დაკავებული, უარი უნდა თქვან და დაგვიჭირონ ექიმებს მხარი ამ ინიციატივაში",- ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.



დიმიტრი ხუნდაძემ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონპროექტის შესახებ და მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ ისაუბრა. მან კოლეგებს კანონპროექტის მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.



"თხოვნა მექნება, რომ ასეთ შემთხვევაში, უფრო მეტად დაგვიჯერეთ ხოლმე ექიმებს. როცა საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონი გამოგვქონდა, იქაც გვქონდა ჩვენ მოსაზრება, როცა იყო დაჟინებული მოთხოვნა, რომ კონკრეტული ვადა და თარიღი დაწესებულიყო და ეს განისაზღვრა 15 ივლისით, მაგრამ იქვე ვამბობდით, რომ ეს პერიოდი არ იქნებოდა საკმარისი და ალბათ, უპრიანი იყო, რომ ეს ვადა ყოფილიყო პანდემიის არსებობის პერიოდით. მაგრამ ვითვალისწინებთ არსებულ ვითარებას, ასევე, ვითვალისწინებთ იმას, რომ წლის ბოლოსთვის იქნება უკვე შემდეგი მოწვევის პარლამენტი. მათაც დავუტოვოთ პასუხისმგებლობა და ვფიქრობ, რომ იმ პერიოდისთვის მათი გადაწყვეტილებაც იქნება შესაბამისი, მაგრამ ჩვენი ყველას სურვილია, რომ პანდემიის რეჟიმში ამ დროისთვის უკვე აღარ გვიწევდეს ყოფნა, თუმცა, რეალობა ცოტა განსხვავებულია, ვიდრე მე იმედს გამოვთქვამ. კარგია, როცა ჩვენს ქვეყანაში იმედის მომცემია და ეპიდემიოლოგიური სურათი არის პოზიტიურად განვითარებადი, განსხვავებით, სხვა ქვეყნებისგან, არადა სხვა ქვეყნებში უკვე შეინიშნება მეორე ტალღის შესაძლო განვითარება. არაერთ ქვეყანაში უკვე შეინიშნება დაინფიცირების მზარდი ტენდენცია, და ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე გამოიყენა ისევ აკრძალვის რეგულაციები. ამიტომ ვფიქრობ, ძალიან ბევრი პირობის გამო, ის, რომ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ის, რომ შევინარჩუნოთ არსებული ეპიდვითარება, ის, რომა რჩევნები ჩავატაროთ მშვიდ გარემოში და ასევე, არჩევნების შემდეგ არ მოგვიწიოს პანდემიის კიდევ უფრო მეტად გამწვავების რეჟიმში ცხოვრება, ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ სპეკულაციაზე იმ ადამიანებმა, ვინც ამით არის დაკავებული, უნდა თქვან უარი და დაგვიჭირონ ექიმებს მხარი ამ ინიციატივაში",- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა