logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თსუ-ში ISET-ის კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება გაიმართა
თსუ-ში ISET-ის კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება გაიმართა
14:37 06.07.2020
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET) 2020 წლის მაგისტრატურის კურსადმთავრებულთა დიპლომების გადაცემის ცერემონია ონლაინ რეჟიმში გაიმართა. 38 კურსდამთავრებულს სწავლის დასრულება და ეკონომიკის მაგისტრის ხარისხის მიღება თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის დირექტორმა თამარ სულუხიამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ISET-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჟან-ფრედერიკ პოლსენმა, დიპლომატიური კორპუსის და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებმა მიულოცეს.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია მთელ რეგიონში. ISET-ის თოთხმეტწლიანი საქმიანობის შედეგია კურსდამთავრებულთა სპეციალობით დასაქმების 98-პროცენტიანი მაჩვენებელი.

„ISET-ის კურსდამთავრებულები ხვალიდან უკვე შეუერთდებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების უზარმაზარ, სამასათასიან არმიას. უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა მათი კარიერული წინსვლის გარანტია. წარმატებას ვუსურვებ მათ და, რაც მთავარია, არ დაკარგონ კავშირი თავის ალმა მატერთან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან",-აღნიშნა თსუ რექტორმა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს ეტაპი პოზიტიური გამოცდილებებითა და შესაძლებლობებით აღსავსე იქნება და ISET-ელები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას, რადგან, ტრადიციულად, ISET-ის კურსდამთავრებულები წარმატებული არიან სხვადასხვა სექტორში.

„ხარისხიან განათლებაში ინვესტიციის ჩადება, საუკეთესო ინვესტიციაა საკუთარ მომავალში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მიღებულ ცოდნას თქვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოიყენებთ. განათლებული და ჭკვიანი ახალგაზრდები საუკეთესო ადამიანური კაპიტალია, რომელსაც შესწევს ძალა ქვეყანა დააყენოს ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის გზაზე,“- ასე მიმართა მინისტრმა კურსდამთავრებულებს.

ISET-ის დირექტორის თამარ სულუხიას თქმით, „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლამ დიპლომების გადაცემის ტრადიციული ცერემონია არატრადიციული ფორმით ჩაატარა, სადაც მსოფლიოს 4 ქვეყნიდან სტუდენტები და მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე დირექტორთა საბჭოს წევრები ევროპიდან და ამერიკიდან, ლექტორები და ISET-ის სხვა გულშემატკივრები მონაწილეობდნენ."

2020 წელი განსაკუთრებით გამორჩეული იყო საგანმანათლებლო სისტემისთვის, რადგან კორონავირუსით გამოწვეული ცვლილებების ფონზე, უნივერსიტეტებს მოუწიათ მკვეთრი ცვლილებების გატარება სასწავლო პროცესში, რაც, ძირითადად, საკლასო ტიპის სწავლებიდან სრულად ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადასვლას გულისხმობდა. ISET-მა უმოკლეს დროში მოახერხა ონლაინ სწავლების უახლესი და ინოვაციური მეთოდების დანერგვა, რამაც სკოლის 500-მდე სტუდენტს საშუალება მისცა, ხარვეზების გარეშე გადასულიყო ვირტუალურ საკლასო გარემოში და შეფერხებების გარეშე გაეგრძელებინა სალექციო კურსების მოსმენა, გამოცდების ჩაბარება და სხვადასხვა სახის აქტივობებში მონაწილეობა.
ISET-მა უზარმაზარ წარმატებას მიაღწია 14 წლის განმავლობაში. სკოლამ უკვე აღზარდა აზერბაიჯანელი, სომეხი და ქართველი ეკონომისტების არაერთი თაობა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა