logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი ჩიქოვანი: დღეიდან შესაძლებელია ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც
ირაკლი ჩიქოვანი: დღეიდან შესაძლებელია ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც
14:33 06.07.2020
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში დაფიქსირდა 2 ახალი შემთხვევა Covid-19-ით ინფიცირებისა, ორივე შემთხვევა არის იმპორტირებული შემთხვევა და გადაყვანილები არიან შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეიდან, 6 ივლისიდან შესაძლებელია ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც, ასევე, გაიხსნა პროფესიული სასწავლებლები, რომლებმაც გაიარეს შესაბამისი შემოწმება ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მხრიდან და დასაშვები გახდა ღია სივრცეში არსებული ატრაქციონების ფუნქციონირება.

„ამ დროისათვის, დღეისათვის, საქართველოში ჯამში დაავადებულთა რაოდენობამ მიაღწია 953-ს, აქედან 850 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა და დატოვა სამედიცინო დაწესებულება, სამწუხარო რეალობა გვაქვს, რომ 15 ადამიანი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე, 3 903 ადამიანი იმყოფება საკარანტინე პირობებში, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ ჩვენ გვყავს 202 პირი. აქვე მინდა, შეგახსენოთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულ იქნა საკოორდინაციო საბჭოს წინა სხდომებზე და შევახსენო საზოგადოებას, რომ უკვე დღეიდან, 6 ივლისიდან შესაძლებელია ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც, ასევე, გაიხსნა პროფესიული სასწავლებლები, რომლებმაც გაიარეს შესაბამისი შემოწმება ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მხრიდან და დასაშვები გახდა ღია სივრცეში არსებული ატრაქციონების ფუნქციონირება. მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ ეს შემსუბუქებები, რომლებზეც ჩვენ გვაქვს საუბარი აუცილებელია, განხორციელდეს ყველა იმ რეკომენდაციისა და პროტოკოლის დაცვით, რომელიც აქვს ჯანდაცვის სამინისტროს, ვინაიდან, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის შედეგები, რომლებიც დღეს გვაქვს მიღწეულ იქნა სწორი, თანმიმდევრული ქმედებებით, არ შეიძლება ამ ეტაპზე უგულებელყოფა იმ რეგულაციებისა, რა რეგულაციებიც გვაქვს ქვეყანაში,“- განაცხადა პრემიერის მრჩეველმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა