logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჩენკელი: მსურს, წარმატებები ვუსურვო ყველა აბიტურიენტს ცხოვრების მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღეების დასაწყისში
მიხეილ ჩენკელი: მსურს, წარმატებები ვუსურვო ყველა აბიტურიენტს ცხოვრების მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღეების დასაწყისში
09:14 06.07.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამსვლელ აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს. მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ თითოეული მათგანი გამოცდებს თავს წარმატებით გაართმევს, რაგდან გამორჩეულმა თაობამუკვე დაატკიცა, რომ შეუძლიათ გამოწვევებს ღირსეულად გაუმკლავდნენ.

„დღეს ვიწყებთ საგამოცდო პროცესს, რომელიც გაგრძელდება 25 ივლისამდე.
ცნობილი მიზეზების გამო წელს უჩვეულო გარემოში გვიწევს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარება, თუმცა დარწმუნებული ვართ, ამ გამოწვევის მიუხედავად, აბიტურიენტები მაქსიმალურად შეძლებენ საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების გამოვლენას.

ეს გამორჩეული თაობაა, მათ უკვე დაატკიცეს, რომ შეუძლიათ გაუმკლავდნენ გამოწვევებს, რაც თან ახლდა დისტანციურ სწავლებას. მჯერა, რომ ასეთივე წარმატებით, ისინი თავს გაართმევენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს.

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა აბიტურიენტებისთვის შეგვექმნა სრულფასოვანი აკადემიური გარემო, მათი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.
ასევე, მინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან მათ მიერ შერჩეულ უმაღლეს სასწავლებლებში და სახელმწიფო მათი სწავლის საფასურს სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობით სრულად დააფინანსებს. იგივე პირობებით ისარგებლებენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულე აბიტურიენტები


მსურს, წარმატებები ვუსურვო ყველა აბიტურიენტს ცხოვრების მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღეების დასაწყისში. მჯერა, რომ ცხოვრების გზა, რომელსაც ეს ახალგაზრდები დღეს დაიწყებენ, ახალი სასწავლო წლიდან უნივერისტეტებში გაგრძელდება და შემეცნებისა და პროფესიული სრულყოფისკენ სწრაფვა მათ ღირსეულ ადგილს დაუმკვიდრებთ საზოგადოებაში“ - მიმართავს მინისტრი აბიტურიენტებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა