სამეგრელოს სოფელ რიყეში 26 წლის ტატო ზარქუას ეძებენ. ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს. მამაკაცი 2 დღის წინ საოკუპაციო ხაზიდან გაუჩინარდა.
დაკარგული ახალგაზრდის ახლობლები ფიქრობენ, რომ ტატო ზარქუა რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს და გალის იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი.
ზარქუას ოჯახი გაუჩინარებული მამაკაცის ადგილსამყოფელის დასადგენად ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.

















