logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნუნუ მიცკევიჩმა თბილისში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერა
ნუნუ მიცკევიჩმა თბილისში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერა
14:41 04.07.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან სოფო გორგოძესთან ერთად თბილისის 103-ე სკოლაში საგამოცდო ცენტრი მოინახულა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე ადგილზე გაეცნო გამოცდებისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს და ვიზიტის ფარგლებში გამოცდის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებული ზომები შეაფასა.

საგამოცდო სექტორებში უკვე დამონტაჟებულია კამერები და ოთახები აღჭურვილია შესაბამისი ავეჯითა და სხვასაჭირო ინვენტარით, მათ შორის, თერმოსქრინინგის მოწყობილობითა და დეზობარიერებით. ყოველ სამუშაო მაგიდას წინა მხრიდან აქვს გამჭვირვალე დამცავი ფარი და მაგიდებ შორის 2-მეტრიანი დისტანციაა დაცული.

ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, რომ საქართველოს საგამოცდო ცენტრებში კორონავირუსის პრევენციისთვის ყველა შესაბამისი რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებულ და სამინისტრო აპლიკანტებს გამოცდების მშვიდ, კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში და საწერად ყველაპირობას შეუქმნის.

მინისტრის მოადგილემ მოუწოდა გამოცდის მონაწილეებს, ყურადღებით გაეცნონ გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარების წესებს, რომლებიც აპლიკანტთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისა და საგამოცდო პროცესის სრულყოფილად წარმართვის უზრუნველსაყოფად დაზუსტდა.

უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით, ნუნუ მიცკევიჩმა თხოვნით მიმართა მშობლებს, ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად, არ დაელოდონ გამოსაცდელებს საგამოცდო ცენტრების წინ.

მთელი საქართველოს მასშტაბით გამოცდებისთვის 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება, რომლებიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად იქნება აღჭურვილი. საგამოცდო ცენტრებში მზადების პროცესი უკვე დასასრულს უახლოვდება.

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისათვის 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება, საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება, სამაგისტრო გამოცდები 1-ლი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება, მასწავლებლობის მსურველებისათვის საგამოცდო პროცესიკი 22 ივლისს დაიწყება და 30 ივლისს დასრულდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა