პოლონეთის მოქალაქის ანა მაგდალენა მოძელევსკას გვამი, რომელიც 18 აგვისტოს, სვანეთში დაიკარგა, მდინარე ენგურის პირას ნახეს. ამის შესახებ ინფორმაციას
საქართველოს შინაგან სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, გვამი სავარაუდოდ მდინარემ გამორიყა.
„ანა მაგდალენა მოძელევსკა მეგობათან ერთად მესტიის რაიონში იმყოფებოდა. 18 აგვისტოს ისინი ნასვამ მდგომარეობაში უშგულის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც ანა მაგდალენა მოძელევსკა მდინარეში ჩავარდა. მისი დაკარგვისთანავე დაიწყო სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, თუმცა, მის პოვნას ხელს კლიმატური პირობები უშლიდა“-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარებს.
გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით, გვამს სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება.

















