logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: 7 ივლისს  პარიზი-თბილისის რეისი შესრულდება
ნათია თურნავა: 7 ივლისს პარიზი-თბილისის რეისი შესრულდება
09:50 03.07.2020
"იმის გამო, რომ პარიზი-თბილისის ავიარეისი დაიგეგმა ჩვენთან შეთანხმების გარეშე, "აირზენამ" მიიღო საყვედური ჩვენგან, მაგრამ რადგან ბილეთები უკვე გაყიდულია და ვითვალისწინებთ ჩვენი თანამოქალაქეების პრობლემებს, რომლებმაც შეიძინეს ეს ბილეთები და დროულად სურთ ჩამოსვლა, ჩვენ მოვახერხებთ და ეს რეისი, როგორც დაგეგმილი იყო, 7 ივლისს შესრულდება" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ტელეკომპანია "პოსტ ტვ-"ს ეთერში განაცხადა.


როგორც მინისტრმა დასმული კითხვის საპასუხოდ განმარტა, მთავრობის პრეტენზიის არსი არის ის, როცა რაიმე არ კეთდება მოსახლეობის სასარგებლოდ. "კარგად გვესმის "აირზენასიც," რომელსაც 900 ადამიანი ჰყავს დასაქმებული და ფრენები არათუ გაუნახევრდა, 20 პროცენტიც არ დარჩა იქიდან, რაც აქამდე ჰქონდა. მას ძალიან სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს და ეს ყველაფერი კარგად გვესმის, რადგან კომპანიას ჯერ კიდევ მაშინ მიადგა დარტყმა, როცა შარშან, 20 ივნისის მერე, რუსეთმა შეწყვიტა პირდაპირი ფრენები, სადაც ძირითადი სიხშირეები "აირზენასი" იყო. შესაბამისად, მეორე წელია, ავიაკომპანიას სერიოზული დარტყმა ადგება პერმანენტულად, ამ დროს კი ჩვენ მას ვაკისრებთ დამატებით პასუხისმგებლობას, რომ იფრინოს ფიქსირებული ფასით, ჩვენი თანადაფინასებით, რაც ასეთ დროს, მიზერულია ხოლმე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენთვის მთავარია, რომ არსებული გამოწვევების დროს რეისები იყოს შეთანხმებული, რომ მაქსიმალურად დავიცვათ მგზავრთა უსაფრთხოება და ინტერესები" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.


ნათია თურნავას თქმით, როდესაც მთავრობამ დაიწყო საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების პროგრამა, "აირზენამ" რეისები შეასრულა მთავრობასთან შეთანხმებით, სადაც 200 ევროს არ აღემატებოდა ბილეთის ფასი და ის იყო სუბსიდირებული. "მერე დავუშვით კომერციული ჩარტერები იმისთვის, რომ არ შეწყვეტილიყო მიმოსვლა - გადავდეთ რეგულარული ფრენები, მაგრამ კომერციული ჩარტერების უფლება მივეცით კომპანიებს. ჩარტერი კომფორტულია იმიტომ, რომ აკონტროლებ რაოდენობას, მიმართულებას, დროს და ა.შ. მაგრამ მე ვთვლი და ბევრი თვლის ასე, რომ კომერციული ჩარტერების ბილეთებზე გაუმართლებლად გაიზარდა ფასები, რაც, რა თქმა უნდა, უკმაყოფილებას იწვევდა, მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ "აირზენამ" ზოგიერთი რეისი დაგეგმა ჩვენთან შეთანხმების გარეშე" - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრმა აღნიშნა, რომ საუბარი უკვე ჰქონდა კომპანიის დამფუძნებელთან და იმედი გამოთქვა, რომ ეს ყველაფერი გათვალისწინებული იქნება კომპანიის სამომავლო გეგმებში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა