თბილისში - გლდანში ლიფტის შახტში 6 წლის ბავშვი ჩავარდა. არასრულწლოვანის ჯანმრთელობის
მდგომარეობა მძიმეა. ის მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.
ექიმის განმარტებით, დაშავებულს აქვს როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი დაზიანებები.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

















