logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: ღვინის ინდუსტრიისთვის წლევანდელი სეზონი საკმაოდ რთული იქნება. მიუხედავად გამოწვევებისა, რთველი იქნება კარგად ორგანიზებული, არც ერთ ფერმერს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ექნება
ლევან დავითაშვილი: ღვინის ინდუსტრიისთვის წლევანდელი სეზონი საკმაოდ რთული იქნება. მიუხედავად გამოწვევებისა, რთველი იქნება კარგად ორგანიზებული, არც ერთ ფერმერს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ექნება
15:32 02.07.2020
„არაერთი განცხადება გავაკეთეთ, რომ ღვინის ინდუსტრიისთვის საკმაოდ რთული იქნება წლევანდელი სეზონი. ღვინის ინდუსტრია დაზარალდა არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ გლობალურად, მთელ მსოფლიოში. ამ შემთხვევაში, ვფიქრობთ, სახელმწიფოს მხრიდან ლოგიკური და პასუხისმგებლიანია ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ. ინსტრუმენტი, რომელმაც ბევრი წლის განმავლობაში ძალიან კარგად იმუშავა, ხელახლა ამოქმედდა.

შეღავათიან აგროკრედიტში არის ცალკე მიმართულება, რომელიც ითვალისწინებს როგორც კაპიტალური ხარჯების საკრედიტო დაფინანსების შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან პროცენტის სუბსიდირებას, ასევე, გულისხმობს საბრუნავი საშუალებების პროცენტის თანადაფინანსებას, რაც ღვინის მწარმოებელ კომპანიებს უიაფებს საბრუნავ საშუალებებს, შესაბამისად, მათ მეტი ლიკვიდურობა უჩნდებათ, უჩნდებათ მეტი საშუალება იმისათვის, რომ რთველს მომზადებული შეხვდნენ და მეტი ყურძნის მეტ ფასად შეძენა შეძლონ ჩვენი მევენახეებისგან.

კომპანიებს საშუალება ეძლევათ, ღვინის წარმოებისთვის 15 თვით მიიღონ შეღავათიანი კრედიტი, ხოლო თუ გრძელვადიან პროდუქტს, სპირტს აწარმოებენ, მიიღონ 3 წლით თანადაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან.

აღნიშნული გაზრდის კერძო სექტორის მოთხოვნას და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რთველის ღონისძიებებს და მის წარმატებით ჩატარებას.

წელს გვიწევს სუბსიდირება და ეს არის სახელმწიფოს მხრიდან პასუხისმგებლიანი, სწორი გადაწყვეტილება, რომ ფერმერები არ დავტოვოთ პრობლემის წინაშე მარტო. მცირე მოთხოვნის და ჭარბი მოსავლის პირობებში, რქაწითელის შემთხვევაში, სექტორს სჭირდება გარკვეული ინტერვენციები ფერმერების ინტერესების დასაცავად. მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსებია გამოყოფილი.

მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 2013 წლიდან მოყოლებული ყველა რთველმა ჩაიარა წარმატებით და შეფერხებების გარეშე. არსად, არანაირად ჩაბარების პრობლემა არ ყოფილა. არც 2020 წელს, არც ერთ ფერმერს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ექნება. ბევრი ცდილობს ამ თემით სპეკულირებას, პოლიტიკურადაც, ფერმერების დაძაბვას და ისეთი სიტუაციის წარმოჩენას, თითქოს ფერმერები მიტოვებული არიან. ამას ის ადამიანები ცდილობენ, ვინც, ხშირ შემთხვევაში, თვითონ იყვნენ დამნაშავეები პრობლემების შექმნაში, რომელიც ფერმერებს ექმნებოდათ წლიდან წლამდე. მიუხედავად გამოწვევებისა, ყველაფერი მოგვარდება, საკმარისი ჭურჭელიც იქნება, რთველი იქნება კარგად ორგანიზებული, დამატებითი ელემენტები იქნება გაწერილი მთავრობის დადგენილებაში. ჩვენი პოლიტიკა თანმიმდევრულია. დაახლოებით 300 ათას ტონა მოსავალს ველოდებით, რომელსაც დავაბინავებთ. გამოწვევები ძალიან ბევრია, თუმცა, მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ ამ გამოწვევებს გაუმკლავდეთ, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა