logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, დავით შერაზადიშვილთან ერთად ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, დავით შერაზადიშვილთან ერთად ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა
12:31 02.07.2020
ბოლნისის მუნიციპალიტეტს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ეწვია. მინისტრის მოადგილემ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად სოფელ ნახიდურში საექსპორტო კარტოფილის შემკრები პუნქტი მოინახულა და კარტოფილის რეალიზაციის პროცესს ადგილზე გაეცნო.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაშტაბით, კარტოფილის ექსპორტი სხვადასხვა ქვეყანაში სწორედ ამ სადისტრიბუციო პუნქტის საშუალებით ხორციელდება. სოფელ ნახიდურში სადისტრიბუციო პუნქტის გახსნა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ივნისში გადაწყდა.

მერმა და მინისტრის მოადგილემ სოფელ სავანეთში, შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამაცივრე მეურნეობის შპს „მზიანი მოსავალი‘’-ს საწარმო დაათვალიერეს. აღსანიშნავია, რომ საწარმო კარტოფილით შპს „Wellington”-ს ამარაგებს, რომელიც ქართულ ჩიფსს „FRIXX” –ს აწარმოებს.

ბოლო წლებია ბოლნისის მუნიციპალიტეტში მეღვინეობის კულტურის აღორძინება აქტიურად დაიწყო. დავით შერაზადიშილმა, სოლომონ პავლიაშვილმა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ დღეს ბოლნისის აგროცენტრში ადგილობრივ მეღვინეებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში მეღვინეობის განვითარებისთვის საჭირო პროექტები განიხილეს და სამომავლო გეგმები დასახეს. მევენახეებთან შეხვედრის შემდეგ, ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლებმა სოფელ რატევანში თანამედროვე სტანდარტებით გაშენებულ ვენახსაც ესტუმრნენ. სტუმრებმა ქალაქ ბოლნისში, ერთ-ერთი საოჯახო მარნის ვენახიც მოინახულეს, მეღვინე ბოლო რამდენიმე წელია ღვინოს ტრადიციული მეთოდით, ქვევრში აყენებს.

მინისტრი ვიზიტის ფარგლებში, სოფელ დისველსაც ეწვია, სადაც მარცვლეული კულტურების მწარმოებელ ფერმერებს შეხვდა და გაესაუბრა. მინისტრმა ასევე მოინახულა ბიოვენახი, რომელიც პროგრამა ,,დანერგე მომავალის“ დახმარებით გაშენდა.

ვიზიტის დასასრულს კი სოლომონ პავლიაშვილმა და დავით შერაზადიშვილმა სოფელ ხატისოფელში, შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამაცივრე მეურნეობა მოინახულეს, ასევე სახელმწიფო პროგრამა ,,დანერგე მომავლის“ მიერ დაფინანსებული მრავალწლიანი კულტურებით გაშენებული ბაღები დაათვალიერეს.

მინისტრის მოადგილის გარდა, ბოლნისში საქართველოს მელიორაციის კორპორაციული დირექტორი გენადი კერძევაძე და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძეც იმყოფებოდნენ.

,,საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან ერთად სხვადასხვა მიმართულების ფერმერებს შევხვდით. განვიხილეთ ყველა საჭირბოროტო საკითხი, რომლებიც ჩვენს ფერმერებს აწუხებთ. უახლოეს პერიოდში სამუშაო შეხვედრასაც ვგეგმავთ, სადაც კონკრეტულ საკითხებზე ვიმსჯელებთ. საკარანტინო მდგომარეობისას ბოლნისელ ფერმერებს ხელი არ შეშლიათ საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებაში, რამაც თავისი შედეგი გამოიღო და წელს, ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესო მოსავალი გვექნება“,-განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა