„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე რეალურად, მხოლოდ 150 ათასი ადამიანი გამოვიდა - ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“
ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, თელავში მმართველი პარტიის ყრილობის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
„150 ათასი რეალურად 7-8%-ს შეადგენს. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ყრილობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი სახლში დარჩა? რაც მოხდა 8 სექტემბერს, ეს მათი მაქსიმალური შესაძლებლობა იყო“ - განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილის თქმით, მმართველმა პარტიამ მხარდამჭერების სრული მობილიზება მოახდინა, თუმცა, კოალიციის ლიდერი მიიჩნევს, რომ ყრილობაზე ისეთი ადამიანებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს რეალურად არც უჭერენ.

















