ქვემო ქართლში მომხდარ ავარიას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ემხვერპლნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილია
საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი - უფროსი ლეიტენანტი მანუჩარ ქორიშვილი და უმცროსი ლეიტენანტი ლევან ნანდოშვილი.
ავტოავარიასთან დაკავშრებით სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.

















