logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეროვნული ბანკი გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩოზე მუშაობას განაგრძობს
ეროვნული ბანკი გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩოზე მუშაობას განაგრძობს
13:48 01.07.2020
2019 წლის ბოლოს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად დამტკიცებული კომერციული ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩოს (იხ. პრესრელიზი )სრულად ამოქმედების მიზნით, ეროვნული ბანკი აქტიურად განაგრძობს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების შემუშავებისა და დამტკიცების მიმართულებით მუშაობას. განისაზღვრა იმ კანონქვემდებარე აქტების ჩამონათვალი, რომელთა ერთი ნაწილი მიმდინარე წლის 1-ელ ივლისამდე, ხოლო მეორე ნაწილი 2021 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა დამტკიცდეს.

კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გამოწვევებზე საპასუხოდ ახალი საზედამხედველო მოთხოვნების შემუშავებასა და დაწესებაზე ეროვნულმა ბანკმა დროებითი მორატორიუმი გამოაცხადა. თუმცა, აღნიშნული მორატორიუმი არ გავრცელდა რეზოლუციის რეფორმის მიმდინარეობაზე. რეფორმის წარმატებით განხორციელების მნიშვნელობაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდიც (IMF) მიუთითებს (იხ. ბმული) და აღნიშნავს, რომ რეზოლუციის ჩარჩოს დასრულება ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს.

შესაბამისად, მიმდინარე თვეში ეროვნულმა ბანკმა უკვე დაამტკიცა შემდეგი სამართლებრივი აქტები, რომლებიც, საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, 1-ელ ივლისამდე უნდა შემუშავებულიყო:

"კომერციული ბანკის გაჯანსაღების გეგმის შემუშავებისა და შეფასების შესახებ წესი", რომლით განსაზღვრული ვალდებულების ფარგლებში ბანკები შეიმუშავებენ გაჯანსაღების გეგმებს, რომელთა მიზანი ეფექტური და ქმედითი გაჯანსაღების ზომების წინასწარ განსაზღვრის გზით, ფინანსური სტრესისთვის ბანკის ადეკვატური მზაობის უზრუნველყოფაა;
"კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების განსაზღვრისა და შეფასების წესი ", რომლის საფუძველზე ბანკებმა, გაჯანსაღების გეგმების შემუშავების ფარგლებში, უნდა უზრუნველყონ ბანკის იმ ფუნქციების იდენტიფიცირება, რომელთა შეუფერხებელი განხორციელება მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობისთვის, ეკონომიკის რეალური სექტორისთვის ან/და ბანკის მომსახურების მიმღები პირებისთვის;
"რეზოლუციის მიზნებისთვის კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასების წესი", რომელიც განსაზღვრავს რეზოლუციის მიზნებისთვის ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასების განხორციელების წესებს, პროცედურებსა და მეთოდოლოგიას, ასევე, დამოუკიდებელი შემფასებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. მოცემული წესის ფარგლებში, ეროვნულმა ბანკმა ცალკე დოკუმენტის სახით შეიმუშავა სარეკომენდაციო ხასიათის "რეზოლუციის მიზნებისთვის კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასების სახელმძღვანელო", რომელიც რეზოლუციის მიზნებისთვის ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების დამოუკიდებელი შემფასებლისთვისაა განკუთვნილი.
"დროებითი ბანკის ლიცენზირების, მართვისა და ბაზრიდან გასვლის წესი", რომელიც "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დაფუძნებული დროებითი ბანკის სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენების მიზნით, დროებითი ბანკის ლიცენზირებასთან, მართვასა და ბაზრიდან გასვლასთან დაკავშირებულ საკითხებს განსაზღვრავს.
"რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის გამარტივებული პროცედურების შესახებ წესი", რომელიც რეზოლუციის რეჟიმში მყოფი ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის გამარტივებულ პროცედურას განსაზღვრავს რეზოლუციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით.
"საქართველოს ეროვნული ბანკის რეზოლუციის კომიტეტის შექმნისა და საქმიანობის წესი", რომელიც ეროვნული ბანკში შექმნილ რეზოლუციის კომიტეტის უფლებამოსილებებს, ვალდებულებებსა და გადაწყვეტილებების მიღების პროცედურას განსაზღვრავს. თავის მხრივ, კომიტეტის მიზანი სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელებით რეზოლუციის მიზნების მიღწევის ხელშეწყობაა.
"ფინანსური სტაბილურობის უწყებათაშორისი კომიტეტის დებულება", რომელიც ფინანსური სტაბილურობის უწყებათაშორისი კომიტეტის საქმიანობას განსაზღვრავს. აღნიშნული კომიტეტი ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის საფუძველზე შეიქმნა და მის შემადგენლობაში საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსი და სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი შედიან. კომიტეტის ძირითადი ამოცანა ფინანსური სისტემის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით კრიზისული სიტუაციებისა და ფინანსური კრიზისის მართვის მექანიზმების შემუშავებაა.
დამტკიცებული კანონქვემდებარე აქტები სრულ შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან და ქვეყნის საფინანსო სექტორის კონტექსტის გათვალისწინებით შემუშავდა. სამუშაო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი საბანკო სექტორის წარმომადგენლები.

გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩოს სრულად ამოქმედების მიზნით, ეროვნული ბანკი განაგრძობს მუშაობას დარჩენილ სამართლებრივ აქტებზე. შედეგად, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოს ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის სრულფასოვანი ჩარჩო ექნება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა