ლილოს დასახლებაში გუშინ გვიან ღამით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„ფოლკსვაგენის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის შედეგად მსუბუქ ავტომობილში მყოფი ორივე ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.
რაც შეეხება სატვირთო მანქანის მძღოლს, ის ავტოავარიას უვნებლად გადაურჩა.
ავარიის მიზეზი სავარაუდოდ, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლის დაუდევრობა გახდა, რომელიც საჭეს ნასვამ მდგომარეობაში, გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

















