განათლების საერთაშორისო გამოფენა, რომელიც სასტუმრო "თბილისი მარიოტში" მიმდინარეობს, დღეს დაიხურება.
გამოფენაზე წარმოდგენილია ევროპის საგანმანათლებლო ინსტიტუტები, მათი სასწავლო კურსები და საცხოვრებელი პირობები. მსურველს სასურველი საგანმანათლებლო პროგრამის შერჩევა ადგილზე შეუძლია.
საერთაშორისო გამოფენა 2012, 2 მარტს ბათუმში გაიხსნა და მასში დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის, იტალიის, ესპანეთის, გერმანიის, პოლონეთისა და ჩეხეთის მაღალი დონის უნივერსიტეტები, კოლეჯები, სკოლა-პანსიონები და ენის სკოლები მონაწილეობენ.
საერთაშორისო გამოფენა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. მას კომპანია "UK Bridge-სწავლა საზღვარგარეთ" მეორე წელია მასპინძლობს.

















