logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ვახტანგ გომელაურმა  საქართველოს საზღვართან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ განმარტება გააკეთა
ვახტანგ გომელაურმა საქართველოს საზღვართან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ განმარტება გააკეთა
13:38 30.06.2020
შინაგან საქმეთა მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს საზღვართან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ განმარტება გააკეთა. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან საზღვარი დაკეტილია.
"მე მინდა, ყურადღება გავამახვილო ბოლო დროს სოცქსელებში გავრცელებულ ინფორმაციაზე, ასევე, პრესაშიც გავრცელდა, თითქოს საქართველოს საზღვარი გახსნილია, მით უმეტეს, აქცენტი გაკეთებული იყო, რომ რუსეთთან გახსნილია, შემოდიან რუსეთის მოქალაქეები, შემოდიან ავტომანქანებით. მე მინდა, სწორი ინფორმაცია მივაწოდო ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს მოსახლეობას. საზღვარი დაკეტილია ყველა მიმართულებით, როგორც ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე, რუსეთთან. მხოლოდ და მხოლოდ გახსნილია იმ შემთხვევაში, თუ არის ჩვენი მოქალაქე. თუმცა, შემოსვლის დროს ყველა მათგანი მიდის ორკვირიან კარანტინში. ესენი არიან, უმეტეს შემთხვევაში, ორმაგი მოქალაქეები საქართველოსი, აქვთ ორმაგი მოქალაქეობა, სტუმრებს, ვიზიტორებს, ვინც შემოდიან და არიან, რა თქმა უნდა, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც არიან მათი ან შვილები, ან მეუღლეები. ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ ისინი შევაჩეროთ და გავაბრუნოთ უკან. თუ მშობლები არიან ორმაგი მოქალაქეები, შვილს ჩვენ ვერ დავტოვებთ სხვა ქვეყანაში. თუმცა, მას ხშირ შემთხვევაში არ აქვს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა. აქედან გამომდინარე, ხდება ეს, რაც, ვთქვათ, გავრცელდა სოცქსელებში, რომ დადიან რუსულნომრებიანი მანქანები და დადიან რუსეთის მოქალაქეები. ასევე, მინდა დამატებით გითხრათ, რომ არის დარჩენილი რუსეთის ძალიან ბევრი მოქალაქე, ვინც არ წავიდა ამ კორონავირუსის დაწყების შემდეგ და დარჩა საქართველოში. უკვე რამდენიმე თვე გამოდის აქ არიან, არ ტოვებენ ისინი ქვეყანას. ისინი ლეგალურად არიან აქ. უფლება აქვთ ჯერჯერობით იყვნენ, ანუ ვადა არ გასვლიათ საქართველოში ყოფნის უფლების. აქედან გამომდინარე, მათ იძულებით ვერ გავუშვებთ ქვეყნიდან", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა